რეზონანსი
14.08.2022

მოქალაქე ლიზა ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში, რუსეთის მოქალაქემ მას და მის მეგობარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"იყიდება საქართველო:

გიყვებით ამბავს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოთ,კიდე ერთხელ რო დარწმუნდეთ, თუ სად ვცხოვრობთ.

10.08.

მე და ჩემი დაქალები ბათუმში ვისვენებდით, 4 აგვისტოს ჩავედით და 11 ში უკან დავბრუნდით. წამოსვლის წინა დღეს, ანუ 10 აგვისტოს მე და ვეკო ლობჟანიძე ბულვარიდან ავდიოდით სახლში. ლიფტებს ეყენათ ჩიპები, რაც ჩვენ არ გვქონდა, ვინაიდან მეპატრონემ არ მოგვცა. თუ გაგვიმართლებდა და ვინმე დაგვხვდებოდა სადარბაზოსთან, მივყვებოდით თუ არადა ფეხით ავდიოდით მეექვსე სართულზე. "გაგვიმართლა" და ამჯერად დაგვხვდნენ ლიფტთან და შევედით ლიფტში მე, ვეკო, ორი ქალბატონი, მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ლიფტი იტევს 10 კაცს. 60 წლამდე ქალბატონმა რომ დაგვინახა მათთან ერთად ვიდექით ლიფტში, რუსულად დაგვიწყო მოწოდება იმის, რომ გავსულიყავით, რადგან პირველი ისინი შემოვიდნენ, ჩვენ ქართულად ვეუბნებით, რომ არსად არ გავალთ, რადგან ადგილი კიდევ არის და ჩვეულებრივად ავალთ, ეს ქალი 10 წუთის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ გავსულიყავით, გვლანძღავდა, გვაგინებდა, როგორც რუსულად, ისე ქართულად. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხო არ ავიწყდებოდა ვის ქვეყანაში იყო, გვეუბნებოდა რომ რუსულად გველაპარაკა, ვუთხარი რომ სუ რო რუსული მცოდნოდა მაინც არ დაველაპარაკებოდი. საბოლოოდ ლიფტიდან გამოვედით მივაძახეთ "პუტინ ხუილო", რაზეც გამოვარდა მე ყელში მწვდა, ჩემს დაქალს ხელი ჰკრა, გვაგინა და გაგვლანძღა ორივე ენაზე, ბოლოს მასთან მყოფმა მამაკაცმა ლიფტში შეიყვანა.

რაც საწყენია, ქართველები იდგნენ კარს მიღმა სეირს უყურებდნენ და ერთობოდნენ.

10-ის 26 წუთზე დავრეკე პოლიციაში, მოვუყევი ყველაფერი, 11-ს რომ 20 აკლდა მოვიდნენ, წაგვიყვანეს ბათუმის N1განყოფილებაში, სადაც ისე დაგვხვდნენ თითქოს საქართველო მართლა მხოლოდ ჩემი იყო. 2 საათნახევრის განმავლობაში ვიყავით დაკითხვაზე, ისიც კი მკითხეს მარჯვენა ხელით მომიჭირა ყელში თუ მარცხენა, რაც რა თქმა უნდა, არ მახსოვდა იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი.

გვითხრეს, რომ უნდა ამოგვეცნო ეს რუსი ქალი, კი ბატონო 19382828 კაცში გავარჩევდი, ვუთხარი ეხლავე მიდით თქო და არა, ეხლა გვიანია ეძინებათ ალბათო.

ხვალ დილის 11 საათზე მოგაკითხავთ ამოცნობაზე მოგიყვანთო მზად იყავითო მაგ დროსო. 11 საათზე ჩაცმულ-დახურული ველოდეთ, საბოლოოდ მე დავრეკე აღარ მოდიხართ თქო და პასუხი იყო გავარკვევ დაგირეკავთო.

მესამე დღეა ველოდებით.

ბათუმის N1 განყოფილება, ხელმძღვანელი: გიორგი მაჭარაშვილი.

ეს ქვეყანა რუსების არ უნდა იყოს! პოლიციას არ უნდა ადარდებდეს რუსი გაიღვიძებს თუ არა.

ჩემს ქვეყანაში ჩემს უფლებებს არ იცავენ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა რუსმა იყიდა.

იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით. ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე.

ნიკო ლორთქიფანიძე თურმე დღევანდელ საქართველოზე წერდა", - წერს ლიზა ბუცხრიკიძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×