რეზონანსი
23.09.2022

ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მიკრო­ფო­ნის ქურ­დად მე არ შე­ვალ ის­ტო­რი­ა­ში, თქვენ კი შეხ­ვალთ ის­ტო­რი­ა­ში რო­გორც მა­რი­ან­ნა, რო­მე­ლიც მკერდ-მო­ღე­ღი­ლი ცდი­ლობს ქუ­ჩა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნას ლე­ი­ბებ­ზე და ვერ გა­და­ა­ყი­რა­ვა ეს მთავ­რო­ბა, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დე­პუ­ტატ თა­მარ ჩარ­კვი­ანს.

მისი თქმით, მან ქო­ნე­ბა მიკრო­ფო­ნის სა­ხით და­აბ­რუ­ნა.

"ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ ჩარ­კვი­ან­მა ბრძა­ნა, თქვენ ის­ტო­რი­ა­ში შეხ­ვალთ რო­გორც მიკრო­ფო­ნის ქურ­დიო, სა­მარ­თლებ­რი­ვად ამას ასე ჰქვია - მიკრო­ფო­ნის ქურ­დი, რო­მელ­მაც შემ­დეგ გან­ზრახ­ვა­ზე ხელი აიღო, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რად­გან ქო­ნე­ბა და­ვაბ­რუ­ნე და სხვა­თა შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნი ემა ამას­წი­ნათ ვნა­ხე და ეს ჩემი ნა­ფო­ფი­ნე­ბი მიკრო­ფო­ნი იყო უკვე დაგ­ლე­ჯი­ლი და სად და­დის ეს ქალი, არ ვიცი, რო­მელ­საც სხვა­თა შო­რის, გა­უკ­ვირ­დე­ბა და მე დიდ პა­ტივს ვცემ.

ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მიკრო­ფო­ნის ქურ­დად მე არ შე­ვალ ის­ტო­რი­ა­ში, თქვენ კი შეხ­ვალთ ის­ტო­რი­ა­ში რო­გორც მა­რი­ან­ნა, რო­მე­ლიც მკერდ-მო­ღე­ღი­ლი ცდი­ლობს ქუ­ჩა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნას ლე­ი­ბებ­ზე და ვერ გა­და­ა­ყი­რა­ვა ეს მთავ­რო­ბა დღემ­დე, ასე შეხ­ვალთ თქვენ ის­ტო­რი­ა­ში. თუმ­ცა, დღეს და­ბა­დე­ბის დღე ჰქო­ნია ქალ­ბა­ტონ თა­მარს, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს, თან სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღია, უბ­რა­ლოდ, ამ ასაკ­ში რა­ტომ გა­და­წყვე­ტენ ხოლ­მე ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლას, არ ვიცი, მაგ­რამ დღეს არ ვა­წყე­ნი­ნოთ. ხელ­მო­ცა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და რა­კი­ღა დღეს და­ბა­დე­ბის დღე ჰქო­ნია, აქ შევ­ჩერ­დე­ბი, სან­თლე­ბის ჩა­ქრო­ბამ­დე არ მო­ის­მი­ნოს, მერე მო­ის­მი­ნოს ჩემი გა­მოს­ვლა,“- გა­ნა­ცხა­და მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×