რეზონანსი
29.11.2022

ახლახან მსახიობმა და რეჟისორმა გიორგი მეგრელიშვილმა მწვანე ბარათი მოიგო და აშშ-ში გაემგზავრა. მისი ოჯახი იქ თებერვალში ჩავა, მანამდე კი მსახიობმა სამსახური უნდა დაიწყოს.

როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, მისი საბოლოო მიზანი კინოინდუსტრიაში დამკვიდრებაა, თუმცა ახლა, როგორც ემიგრანტმა, სამსახური უნდა დაიწყოს:

„ეს ჩვეულებრივი მომენტია, შემოსავლის წყარო უნდა გავიჩინო. ეს მომენტი აქ ჩამოსულმა ყველა ემიგრანტმა უნდა გადალახოს და ამისთვის მზად ვარ. ახლა შევავსე აპლიკაცია სუპერმარკეტში მუშაობის დასაწყებად. ვნახოთ. ამის არც მრცხვენია და არც მერიდება. გასავლელი ეტაპია, თუმცა პერსპექტივაში სხვა რამ მინდა, ის, რაც ჩემი პროფესიაა. აქ ამ პროფესიით ისეთი აქტიური რომ ვიყო, როგორიც საქართველოში ვარ, დამიჯერეთ, ძალიან მაგრად ვიქნებოდი ფინანსურ დონეზე…“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×