რეზონანსი
01.12.2022

ექიმი ანა ქავთარაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერზე წერს და იმედს იტოვებს, რომ კახა კალაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალება.

"სულ იმაზე მეფიქრება, კვარაცხელია ფეხბურთელად აქცია და კაცად დააყენა რუსეთმა, აუგს როგორ იტყვის, კარგი კაცია, სიკეთეს აფასებს და ტეხავსო და ამ კახა კალაძეს რით ვერ დაანახა სიკეთე კიევმა და უკრაინამ?!

რომელი გაგებით არის კაი ტიპი? მეგობრულით, ადამიანურით, თუ კაცურით?!

(დიდი იმედი მაქვს, საერთოდ აეკრძალება შესვლა მაგ ქვეყანაში და მისი ქონების ნაციონალიზაციაც ალალი იქნება! ჰო, კლიჩკოს მარჯვენაც რომ მუშა და ძლიერი იქნება, ქვედა ყბის მიმართულებით, მაგის იმედიც მაქვს!)", - წერს ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საახალწლო სლოგანმა - "მშვიდობის ქალაქი" საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×