რეზონანსი
23.03.2023

რუსთავის ავტო ბაზრობაზე გიურზა იპოვეს. - ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ფეისბუკის" მომხმარებელი მალხაზ გაბესკირია ავრცელებს.

"დღეს ჩემს მეგობარს დაურეკეს რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. მან კი მე შემატყობინა. ავედით და მიუხედავად ვიწრო და მიუდგომელი ადგილისა, მაინც შევედი და გამოვიყვანე Macrovipera lebetina იგივე გიურზა. აღსანიშნავია რომ დაჭერისას საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდა.

გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს.

ხალხიც კმაყოფილი დარჩა, გველიც და ჩვენც.

მადლობა იმ კარგ ადამიანებს რომ დარეკეს ჩვენთან და თვითნებურად არ სცადეს დაჭერა ან მოკვლა.

გველის სიგრძე დაახლოებით

110 სმ-ს შეადგენდა.

გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთს." - წერს გაბესკირია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×