რეზონანსი
24.05.2023

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ფილ­მი "გაღ­მა ნა­პი­რი" 2009 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. მას­ში მთა­ვარ როლს უც­ნო­ბი ბი­ჭუ­ნა - თედო ბე­ქა­უ­რი ას­რუ­ლებ­და, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. თუმ­ცა, გა­ვი­და წლე­ბი და თედო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­თა­ხედ­ვი­დან გაქ­რა.

ახლა 26 წლი­საა, ჰყავს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. წარ­მო­შო­ბით თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ სო­ფელ ორ­ბე­თი­დან არის, თუმ­ცა თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა დაბ­რკო­ლე­ბე­ბით არის სავ­სე და ეს პირ­ველ რიგ­ში ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა.

"გაღ­მა ნა­პი­რის" შემ­დეგ მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მინ­დო­და თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო ვე­ღარ შევ­ძე­ლი მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ელი­ა­ვა­ზე და­ვი­წყებ­დიო მუ­შა­ო­ბას, აქ შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. მქონ­და გეგ­მე­ბი და რომ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, დავ­რჩი უმუ­შე­ვა­რი. პირ­ვე­ლად რომ აქ მოვ­ხვდი ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ძა­ლი­ან უცხო სამ­ყა­რო იყო ჩემ­თვის, ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი ხოლ­მე და სხვა კულ­ტუ­რა­ში და ახლა სულ სხვა სფე­რო­ში ვარ. აქ სხვა­ნა­ი­რი ქა­ო­სია.

მთე­ლი ბავ­შვო­ბა თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ სო­ფელ ორ­ბეთ­ში გა­ვა­ტა­რე, 9 წლის ასაკ­ში დე­დამ კლი­ნი­კა­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა, მე ფო­ი­ე­ში ვი­ჯე­ქი, დედა ექიმს ესა­უბ­რე­ბო­და. ამ დროს შე­მო­ვი­და გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, შე­მომ­ხე­და და და­მი­წყო სა­უ­ბა­რი. და­მი­ბა­რეს, ჩა­მო­დი, პა­ტარ კას­ტინ­გი გა­ვა­კე­თო­თო. რომ შე­ვე­დი პირ­ვე­ლად კას­ტინგზე, გი­ორ­გიმ მი­თხრა, მე ახლა მა­გი­და­ზე და­ვუკ­რავ და იცეკ­ვეო, ერთხელ და­უკ­რა არ გა­ვინ­ძე­რი, მე­ო­რედ და­უკ­რა და არ გა­ვინ­ძე­რი ისევ.

შემ­დე მი­თხრა, ახლა კი­დევ და­ვუკ­რავ და ამით გა­და­წყვეტ შენს გზა­სო, ამის შე­დეგ და­ვი­წყე ქა­ო­სუ­რი ცეკ­ვა. ამის შემ­დეგ მი­თხრა, შენ აქ დარ­ჩე­ბიო. გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან გი­ორ­გი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და, მას­წავ­ლი­და ბევრ კარგ თვი­სე­ბას. რო­გორც ბავ­შვმა ბო­ლომ­დე გა­ვი­თა­ვი­სე ეს როლი.

როცა თე­ატ­რა­ლურ­ზე ვერ ჩა­ვა­ბა­რე, და­ვი­წყე თე­ატ­რა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა. ყვე­ლა­ზე მეტი დაბ­რკო­ლე­ბა თბი­ლის­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის იყო უსახ­სრო­ბა. თბი­ლის­ში სახ­ლი არ მაქვს, ბევ­რი რამ არის ისე­თი რო­მე­ლიც უკან მხევს ხოლ­მე. სა­მო­მავ­ლოდ მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვინ­და სტუ­დენ­ტე­ბი გავ­ხდეთ. ასე­თი გეგ­მა გვაქვს" - ამ­ბობს თედო "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×