სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაია აბაიაძე
    12.12.2013

    გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ეკა ბოკუჩავამ, განცხადა, რომ შს სამინისტრო მობილური ოპერატორებისთვის ფარული მიყურადების მართვის პულტის გადაცემას ეწინააღმდეგება.

    მისივე თქმით, მართვის პულტი, რომლითაც შესაძლებელია ფარული მოსმენის დაწყება, აქვს შს სამინისტროს და მიყურადების დაწყებაც მხოლოდ შს სამინისტროს შეუძლია, მობილური ოპერატორები კი ვერ აკონტროლებენ, როდის ისმინება ტელეფონი.

    ბოკუჩავას განცხადებით, "ჯეოსელის" აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით შს სამინისტროს შეუძლია 21 000 აბონენტს მოუსმინოს. ე.წ. შავი ყუთის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, ასევე კომპანია "მაგთიმაც".

    ეკა ბოკუჩავას თქმით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ფარული მიყურადება შესაძლებელია დაიწყოს ნებისმიერი სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, მიყურადება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს მძიმე, ან განსკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

    "როგორ ფიქრობთ, ფარული მიყურადება ნებისმიერ დანაშაულზე უნდა ხდებოდეს, თუ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში?," - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს დაუსვა.

     ლაშა ბაქრაძე  (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი): "რასაკვირველია, თავისთავად ცხადია, რომ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს მოსმენა, რადგან მოსმენა, რაც საქართველოში ხდება, ყოველგვარი ელემენტარული დემოკრატიული პრინციპების დარღვევაა და სრულიად აღმაშფოთებელია, რომ ამას საზოგადოება ასე თავისთავად ცხადად ეგუება. ყველა ჩვენგანს შეიძლება უსმენდნენ და ეს არის შეჭრა ადამიანის პირად ცხოვრებაში."

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი):  "რა თქმა უნდა, მოსმენა უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული საჭიროების საქმისას, თორემ ისე პირადი გაადაწყვეტილებით რასაკვირველია არა, ასე ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს."

     

     

     

     ზურა მანჯავიძე (მომღერალი): "გამოძიებიდან გამომდინარე, ალბათ, თუ რაღაც გადაუდებელი სიტუაცია და მდგომარეობა განსაკუთრებულად ითხოვს მიყურადებას, მაშინ უნდა ხდებოდეს და არა ასე, უპრაგუნოდ."

     

     

     

     ნელი კობიაშვილი  (ჟურნალისტი): "ნებისმიერ დანაშაულზე როგორ შეიძლება მოსმენა, მე მგონი, საერთაშორისო ნორმებშიც არ უნდა ჯდებოდეს. ეს მიგვიყვანს იქამდე, სადაც სააკაშვილის დროს ვიყავით, რომ ნებისმიერს შეიძლება მიაწერონ რაღაც. ჯერ ერთი, სასამართლოს საანქციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ სხვა გზა არ არის და იძულებული ხარ ამ დანაშაულზე წახვიდე. ჩემი აზრით, ყოვლად დაუშვებელია."

     

     ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი):  "კონსტიტუციაშიც წერია, რომ მოსმენა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებელი აუცილებლობისა, აქედან გამომდინარე, ყველა საქმეზე შეიძლება განხორციელდეს მოსმენა თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის, თუ ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურება.

    ძალიან რთულია განსაზღვრო, რომელია განსაკუთრებით მძიმე საქმე. ამა თუ იმ პირის საქმიანობა რამდენად შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეს ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული მოსმენების პროცესში."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved