სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაია აბაიაძე
    20.12.2013

    ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მედიკამენტის უკანონო გაყიდვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

    მთავრობამ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.

    ჭიკაიძის განცხადებით, ეს გამოწვეული იყო უკანასკნელი წლებიდან გამომდინარე, რომელიც კუსტარული ნარკოტიკების დამზადებას ეხება, რაც, მისი თქმით, უკონტროლო იყო.

    "ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ხდებოდა ამის რეალიზაცია-გაყიდვა. ხშირ შემთხვევაში ეს ხდებოდა უკანონოდ, რეცეპტის გარეშე. ჩვენ გადავწყვიტეთ, ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რის მიხედვითაც რეცეპტის გარეშე ამის რეალიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას და 15-დან 20 წლამდე ფარმაცევტული საქმიანობის აკრძალვას", - განაცხადა ჭიკაიძემ.

    "ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მედიკამენტების უკანონო გაყიდვა უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას?," - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების სხვასახვა წარმომადგენელს დაუსვა.

     ლაშა ბაქრაძე  (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი): "ფსიქოტროპული თუ არაფსიქოტროპული აფთიაქიდან წამლები ნორმალურ მდგომარეობაში, კარგად აწყობილ ქვეყანაში, რასაკვირველია, რეცეპტით გაიცემა. მაგრამ, როდესაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ არსებობს ნორმალური სადაზღვევო სისტემა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანისათვის პრობლემას წარმოადგენს ექიმთან მისვლა და რეცეპტის აღება, სადაც ბევრი რამ მოუწესრიგებელია, ვიტყოდი, რომ ესაა საქმის უკნიდან დაწყება და არა აღმშენებლობა ამ სისტემისა.

    ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ექიმთან მისვლა, ყველა უნდა იყოს დაზღვეული და როდესაც ასეთი მდგომარეობა იქნება, მაშინ, რასაკვირველია, რეცეპტით უნდა გაიცემოდეს და არა ისე "კარგი წამალია, მსმენია," - დღეს საქართველოში ადამიანები ასე სვამენ."

     ნოდარ ნათაძე  (ფილოლოგი): "ეს ტექნიკური საკითხია, ვიღაცას სჭირდება ფსიქოტროპული წამალი, ვიღაცას - არა, ვიღაცას ვნებს, ვიღაცისთვის აუცილებელია.. ამას მგონი ნარკომანიასთან კავშირი არ აქვს, ტექნიკური საკითხია, რასაც გათვლა სჭირდება და ამაში კომპეტენტური არ ვარ.

    შესაძლოა, ამან გამოწივიოს ის, რომ ექიმმა აიღოს ქრთამი რეცეპტის გამოწერაში, იმისათვის, ვისაც არ სჭირდება ეს წამალი, ასეთ საკითხებზეა დამოკიდებული, ამიტომ გათვლა სჭირდება."

     თემურ ნანეიშვილი  (ფიზიოლოგი): "ფსიქოტროპული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს, მე ამის მომხრე ვარ. კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყიდებოდეს რეცეპტის გარეშე, სხვა წამლები შეიძლება, მაგრამ ფსიქოტროპული - არა.

    საერთოდ, ასეთი სიმკაცრის მომხრე არ ვარ, მაგრამ, რაღაც სასჯელი უნდა იყოს. უნდა იყოს გამაფრთხილებელი ერთხელ, მეორედ, შემდეგ კი ალბათ, ჯარიმები უნდა დაეკისროს. დანაშაული არის, მაგრამ იურისტი არ ვარ, რომ ზუსტად გიტხრათ რა სასჯელი უნდა იყოს."

     ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): "გააჩნია რა მედიკამენტებზეა საუბარი, მაშინ უნდა იყოს გაწერილი ნუსხა, მაგალითად, ისეთ ფსიქოტროპულზე, რომლისგანაც ნარკოტიკი მზადდება. პასუხისმგებლობას აფთიაქი, რა თქმა უნდა, უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ, ვერ გეტყვით, რამდენად არის ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მე მგონი, გადაჭარბებულია. გაითვალისწინეთ, მხედველობაში მაქვს გარკვეული მედიკამენტები, მაგალითად, ტაზეპამზე ან სედუქსნზე თუ იქნება პასუხისმგებლობა, ეს ნამეტანია. თუ იგულისხმება წამლები, რომლისგანაც კუსტარულად ამზადებენ ნარკოტიკს, მაშინ შესაძლოა, მკაცრი სასჯელი მისაღები იყოს."

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): "ჩვენ ვიცით, რომ ეს წამლები ხშირად ურეცეპტოდ იყიდება. რასაკვირველია, ზოგადად თვითმკურნალობა არ არის კარგო საქმე. იმედი მაქვს, რომ დაზღვევის ჩამონათვალსა და ნუსხაში ფსიქიატრიული დაავადებებიც შედის. ასე რომ, ყველაფერი ნათელია და რა თქმა უნდა, აუცილებელია, რეცეპტით იყიდებოდეს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×