სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    23.12.2013

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა, ამ საკითხზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და პროკურატურაშიც არაფერს არ ამბობენ გარდა იმისა, რომ მერაბიშვილის ამ განცხადებას სისულელეს უწოდებენ.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ ციხიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანა-არგაყვანის საკითხზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

    "ჩემი პოზიცია ასეთია: ვანო მერაბიშვილი დღეს არის პატიმარი და ის იცავს საკუთარ ინტერესებს ყველა შესაძლებლობით, რაც შეიძლება მას ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ვენდობი თუ არ ვენდობი პიროვნებას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის და ალბათ არც საქრთველოს მოსახლეობისთვის, ის იყენებს ყველა ლეგიტიმურ საშუალებას.

    "მე ვხედავ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ მის ბრალდებებს და პასუხი გავცეთ დამაჯერებლად. პასუხის დამაჯერებლად გაცემა ალბათ გამოძიების დაწყებას ნიშნავს", - განაცხადა კორძაიამ.

    შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილმა ქვეყნის პირველი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მასზე ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა.

     გიორგი შენგელაია  (რეჟისორი): "ემოციურად და პიროვნულად საერთოდ არ უნდა მივაქციოთ "ნაციონალებს" ყურადღება. მათთან ლაპარაკი არ შეიძლება. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, იძულებულები ვართ, რომ გამოძიება ჩავატაროთ.

    "არ მესმის, რატომ გრძელდება ეს კოაბიტაცია. უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც "ნაციონალები" ერთ ხმასაც კი ვერ აიღებენ და მერე უკვე ტელევიზორშიც აღარ გამოჩნდებიან და ჩვენც დავისვენებთ. იმუშავებს ხალხი თავისთვის და ფულს იშოვის.

    "მერაბიშვილის ამ გამოხდომას რა ჰქვია, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, ვიცი, ვინც არის - ეს არის უმნიშვნელო ცუდი პიროვნება."

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): "ხელისუფლებამ გამოძიება ყოველთვის უნდა დაიწყოს, როდესაც ადამიანს და საზოგადოებასაც აქვთ კითხვები და რაღაც აინტერესებთ. მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლების პოზიცია არის მართალი. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არ იტყუება. ამიტომ ჩემი აზრით, გამოძიების ჩატარებას წინ არაფერი უდგას."

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "გადამოწმება უნდა ამ ყველაფერს. ვინც უნდა აკეთებდეს ამ განცხადებას, ყოფილი ხელისუფლების თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი.

    "ჩვენ თუ გვინდა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დამყარებული დემოკრატია ავაშენოთ, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული კანონის დადგენილ ფარგლებში.

    "ველოდებოდი, რომ ამდენი ხანი გამოძიება დაიწყებოდა, მაგრამ ვერ მივიღებ პრეტენზიას, მაგალითად, სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის მიმართ, იმიტომ, რომ სუბარი ამ შემთხვევაში ვერაფერს გააკეთებს, ვინაიდან ეს ჩანაწრების გამოთხოვა არის საგამოძიებო ქმედება. ამიტომ ვერც სოზარი და ვერც სხვა მის ადგილზე ვერ გასცემს მანამ, სანამ ამას გამოძიება არ მოითხოვს.

    "ეს საკითხი ყველა შემთხვევაში პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუმცა, პარალელურად შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. როდესაც არის საზოგადოების ინტერესი, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს."

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად დალაგებული. მითუმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც უცხოეთი დაგეშილია ყველა სახის ელემენტზე, რომ გამოიჭიროს ახალი მთავრობა რაიმე სახის უსამართლობაში. ამიტომ ყველაფერი სამართლებრივად უნდა იყოს განხილული და გამოძიებული, რომ არ თქვან, საქართველოში შერჩევითი სამართალია. არ დაგვავიწყდეს, რომ უცხოეთში ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრობა" ლიდერობს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×