რეზონანსი
01.12.2023

შვედეთში ქართველი ემიგრანტი 34 წლის აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა კაცი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან იყო.

„გლოვობს ჩემი ლანჩხუთი გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი შვედეთში 34 წლის აკაკი წერეთელი. გული გაუჩერდა, გარდაცვლილი იპოვეს სახლში... ჩვენი მზე და ამომავალი ვარსკვლავი აღარ გვყავს. მშვიდად განისვენე იმიერში ჩვენო ანგელოზო.

მიწამ როგორ უნდა მიგიღოს რატომ, რატომ, რატომ? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდოოო...

ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.

დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის…“ - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×