რეზონანსი
01.12.2023

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ხშირი ინვაზიური პროცედურებისგან, მით უფრო, პრევენციის მიზნით:

„მეგობრებო, დღეს ძალიან ტრენდული გახდა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბავშვებში, ისე, პრევენციულად, წელიწადში 4-5 ჯერ!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!! არ არის საჭირო ექიმის გადაწყვეტილების გარეშე ამ ინვაზიური კვლევების ჩატარება!!! შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ!!! საჭიროების მიხედვით მხოლოდ!!!

გაუფრთხილდით ბავშვის ნერვულ სისტემასაც და თქვენს ფინანსურ რესურსსაც!!! ტყვიას, ლითიუმს და სხვა მძიმე მეტალებსაც კი საზღვრავთ რამდენიმეჯერ წელიწადში... მსოფლიო მოსახლეობის 10% იტანჯება იპოქონდრიით(დაავადებების შიშით) ესეც პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ჰიპერაპეკით და თქვენი ემოციური მდგომარეობით ბავშვებზეც გავრცელდეს!!! დიახ, ასეთი მშობლების შვილები (მოზარდები განსაკუთრებით) გიყურებენ თვალებში ვიზიტის დროს და ხშირად სვამენ კითხვას – მჭირს რამე??? აკონტროლეთ თქვენი ქცევა“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×