რეზონანსი
01.12.2023

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს რომ მოქალაქემ ყვავილების გამყიდველ ბიჭუნას 500 ლარი აჩუქა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით, ბლოგერი შოთო სიხარულიძე სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს.

„მომკლა მაგ ვიდეომ და მაგ სიტყვამ ბავშვი როგორ დაამცირაო რომ წერთ და გაიძახით და რა მაინტერესებს იცით - იმან არ მოგკლათ ქუჩაში რომ სიცხიანი ბავშვი ყვავილებს ყიდის? ვიდეომ და სიტყვამ მოგკლათ მარტო?

დაეხმარები - ცუდი ხარ, არ დაეხმარები - მაინც ცუდი ხარ. მე შევწყვიტე სიკეთის კეთება. ცოტა ხნით მაინც რავი... ლეშიჭამიები.

სიკეთე გააბოროტეს, ესენი ხომ ხალხი არ არიან. ამ პატარა საქართველოს ამდენი ბოღმა ქართველი რატომ?დოლარი კი არა, ლარი რომ არ გექნებათ გაცემული, ისეთი ხალხი ამოცვივდა ტანსაცმლიდან! ხალხო, დაბალი ლეველია თუ მაღალი, ადამიანმა სიკეთე გააკეთა და რატომ ჭამთ ცოცხლად! ისე, იცოდეთ ბოღმა ახრჩობს ადამიანს! მაგ ხალხზე უფრო უფსკრული და დაბალი დონე მართლა არასდროს მინახავს…

თუ უკეთესი ,,მეთოდები” იცით ქველმოქმედების, თქვენ გამოიყენეთ და ისე დაეხმარეთ. სხვისი გაკრიტიკებით კარგი საქმეები არ კეთდება, პირიქით, უფრო ,,შურიანი” ადამიანის ასოციაციას იწვევს!

პ.ს. აკონტროლეთ ლექსიკა ჩემს სტატუსზე და თქვენი საქმის თქვენ იცით!

ისე გასულელდნენ, რომ სიკეთით აპელირებაც კი დამაბრალეს იმ ხალხმა, ვისაც ჩემმა სიკეთემ ცხოვრება მაგრად გაუმარტივა…“ – აღნიშნულია პოსტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×