რეზონანსი
01.12.2023

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად SANGU-ს სტუდენტი, ზუკა გოგიაშვილი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

„ჩემო სიხარულო, ჩემო თვალებციმციმავ! ჩემი მამიდაშვილი, ჩვენი ზუკა აღარაა. მიყვარხარ პატარავ! მამა, ხელის გულზე ატარეთ ჩვენი ოქროს ბიჭი მოდის!!!" - წერს ოჯახის წევრი.

სამძიმრის წერილი წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმაც გაავრცელა:

„ვუსამძიმრებთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, ზუკა გოგიაშვილის ოჯახს. ზუკა იყო გამორჩეულად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი. ის სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, სადაც სხვადასხვა წლებში იყო ვიცე პრეზიდენტი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი," - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×