რეზონანსი
01.12.2023

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლომპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე დღეს ჭიდაობის ფედერაციაში, საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს.

,,რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?

მე ვღებულობ გეგა გეგეშიძისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას. მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე… მაგრამ ვფიცავ უფლისა და ერის წინაშე, რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ…. ვერ მივიღებ, რადგან არ დამიმსახურებია მისგან არც ერთი! უბრალოდ ვითმენდი, რადგან ვფიქრობდი, მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაცყოფის დავიწყებით  იმაზე მეტს ვეტყოდი, ვიდრე გაიგო, მაგრამ არ გამოვიდა… მე ვიღებ ამ გამოწვევას!” – დაწერა ლუკა კურტანიძემ.

მალევე მას სოციალური ქსელით უპასუხა პრემიერის მხარდამჭერმა ჟურნალისტმა, ნინო ჯღარკავამ, რომელმაც დაწერა:

,,ლუკა კურტანიძეს დაუწერია პოსტი ტირილ-ტირილით, ჭიდაობის ფედერაციაში მივედი საანგარიშო ყრილობაზე და არ მიმიღეს, არ გეკუთვნის კანონით დასწრებაო და ერთი პროსტინა წერილია წუწუნ-წუწუნით. ხოდა კანონით რომ არ გაქვს უფლება ყრილობაზე დასწრების, სად მიდიხარ, საქართველოს იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ყავს და ღმერთმა გვიმრავლოს, ყველა ხომ არ შევარდება ყრილობაზე, ყოფილი დეპუტატიც ხარ და პარლამენტში რო შევარდე მიმაჭერენეთ ხმის მიცემის პულტზე მეკუთვნისოო, იგივე ვარიანტია ეგ! ამხელა კაცს რა გაწუწუნებს. ხან ლოგინზე აღარ ვწევარ, რაც ცოლი გამშორდა, იატაკზე უნდა ვიძინოო, ინტერვიუებს იძლევი და რაღაც მთლად ვერ უნდა იყო კარგად! იმ ძველ პატივისცემასაც ნუ დაგვიკარგავ, შეინარჩუნე ღირსება! სიმართლე არის ეს და ჩამქოლეთ აწი“, დაწერა ნინი ჯღარკავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×