რეზონანსი
02.12.2023

40 წლის ქალის გამაოგნებელ ისტორიაზე სიუჟეტს „ტვ პირველი“ ავრცელებს, სადაც დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში სასტიკად აწამეს. ძალადობის მსხვერპლი ქალი ჰყვება, რომ  შემოსვლის ნაწილს ხვიჩა საპანაძეს თვეების განმავლობაში ურიცხავდა. მისივე თქმით, კაცი არწმუნებდა, რომ როგორც კი მისი ემიგრაცია დასრულდებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, უნდა ექორწინათ. 

ეს დღე 1 ნოემბერს დადგა, ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა და ტიკტოკერ ხვიჩა საპანაძეს ოზურგეთში ჩააკითხა. სავარაუდო დამნაშავის სახლში ქალმა 14 უმძიმესი დღეს გაატარა, მისი გათავისუფლება კი სავარაუდო დამნაშავემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახმა გაუჩინარებული ქალის  ძებნა დაიწყო.

საბოლოოდ, ცნობილი "ტიკტოკერი" პოლიციამ გაუპატიურების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ცემის ბრალდებით დააკავა.

დაიჯესტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×