სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    13.07.2014

    საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა, რის შედეგადაც, საბოლოოდ 12 მერი, 59 გამგებლი და 71 საკრებულოს 2500-მდე წევრი აირჩიეს. თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ყველა ქალაქსა და რეგიონში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. საკრებულოებშიც უმრავლესობა სახელისუფლებლო კოალიციისაა.

    ელოდებოდით თუ არა ყველგან ქართული ოცნების კანდიდატების გამარჯვებას და ეს კარგია თუ ცუდი, ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დოდო ხურცილავა  (თეატრმცოდნე): "მეგონა, რომ სადღაც მაინც გაიმარჯვებდა ოპოზიციის წარმომადგენელი, თუმცა, არა "ნაციონალური მოძრაობა". ახალ შექმნილ პარტიებს და ახალ სახეებს სიმპათიით ვუყურებდი, ვფიქრობდი, სადღაც მაინც გაიმარჯვებდნენ და პოლიტიკურ სივცეში ახალი მოთამაშეები გამოჩნდებოდნენ.

    ზოგადად კი მრავალპარტიული მმართველობა კარგი იქნებოდა. კარგად შეამოწმებდნენ ერთმანეთს და ჯიბრში ჩაუდგებოდნენ."

     

     ზურა ხაჩიძე (მომღერალი):  "პრინციპში, ამ შედეგს ველოდებოდი, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, რომ სხვა პარტიებსაც გაემარჯვათ.

    "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ამბიცია, რომ თვითმმართველ ორგანოებშიც გაემარჯვა, რომ განეხორციელებინა ის რეფორმები, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ. ასე რომ, დაველოდოთ, ვნახოთ რას გააკეთებენ. თუმცა, მრავალფეროვნება კარგი იქნებოდა."

     

     გია მურღულია (ფილოლოგი):  "ამ შედეგს ველოდი იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს არიან. მაგრამ რაც არ უნდა ამტკიცოს ვინმემ, ერთპარტიული სისტემა მაინცდამაინც კარგი არ არის, იმიტომ, რომ ოპონირების რეჟიმი აუცილებელია.

    "როდესაც ოპოზიცია ძლიერი არ არის, ხელისუფლება თავს იმშვიდებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერს სწორად აკეთებს, ეს კი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

    "თუმცა, დაბალი აქტივობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ასეთი წარმატება ჯერ კიდევ გამოხატავს ძლიერ მოლოდინს ქართული საზოგადოებისა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ."

     გივი სიხარულიძე  (მწერალი მსახიობი): "ჩვენთან უმრავლესობა ყოველთვის იმარჯვებს. ასე იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც და ახლაც იგივე განმეორდა. ეს ერთპარტიულობა საქართველოს კი არა მსოფლიოს ღუპავს, სადაც ასე არის, ის ქვეყანა ვერაფრით ვერ მივა გამარჯვებამდე. ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ძალა აუცილებლად უნდა არსებობდეს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    iza   (14.07.2014)
    ველოდებოდი,რადგან ხალხი ბრბოა. იმის მხარეზეა ვინც მთავრობაშია და ვის მხარეზეც ძალაა.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×