სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    24.07.2014

    საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე დღეში შევიდეს, რუსული სახელმწიფო არხების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ეხება. ინიციატივის ავტორი გია ბარამიძეა.

    საპარლამენტო უმრავლესობა ამ ინიციატივას არ ეთანხმება. უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ რუსული არხების აკრძალვა ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

    "იქნებ რამე წიგნებიც აეკრძალათ, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი, ასეთი წინადადებებიც მოდიოდა, რომ ესა და ეს წიგნი არ უნდა იკითხოს ხალხმა და იქნება აკრძალოთო. ყველანაირი ამ ტიპის აკრძალვა აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპულ პერსპექტივასთან. რუსეთის პოლიტიკა არ მოგწონს, პუტინი არ მოგწონს, რამე ვქნათ, ოღონდ ეს გზები არ ვარგა, დოსტოევსკის და არხებს თავი დავანებოთ," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

    როგორ ფიქრობთ, უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხები? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     იგორ კვესელავა  პოლიტოლოგი):  "ნაციოანალურ მოძრაობას" თავისი ბოდვითი სტადია უკვე იმდენად განვითარებული აქვს, რომ წარმოუდგენელია ამის მერე მათ დემოკრატიულ თვისებებზე ილაპარაკო. ფიქრობენ, რომ ჩვენ რუსეთთან მუდმივი მტრობა უნდა გვქონდეს, თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ, საქართველო-რუსეთის მტრობა საქართველოს კარგს არაფერს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ "ნაციონალების" ეს ბოდვა ცივილიზაციისა და დემოკრატიისათვის აბსოლუტურად მიუღებელია.

     

     ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): ვერ გამიგია, რატომ უნდა აიკრძალოს რუსული არხები. ასეთი განცახადების კეთებას სჯობს ცოტა გონებას მოუხმონ. მომხრე ვარ, რომ ადამიანებმა ყველა მხრიდან თავისუფალი ინფორმაცია მიიღონ.

     

     

     

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი):  მიმაჩნია, რომ რუსული არხების ჩვენება არ უნდა აიკრძალოს. ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რომელი ინფორმაციაა მათვის მისაღები და რომელი - არა, ასეთია ევროპული პრაქტიკა. გადავხედოთ ევროპას და ვნახოთ, სადმე თუ არის რუსული არხები აკრძალული, ნებისმიერ შემთხვევაში, მტრის ინფორმაცია ჩვენთვის აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს.

     

     

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი):  "ნაციონალების" სულელურ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. კარგი იქნება თუ ხელისუფლება ამ პარტიას დამნაშავედ გამოაცხადებს. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში "ნაციოანლების" გადასაწყვეტი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან ისინი საქართველოს მტრები არიან.

     

     

     

     

     გია მაჭარაშვილი (კომპოზიტორი):  ვფიქრობ, რომ არანაირი არხის აკრძალვას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან დღეს სხვადასხვა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად, თანამგზავრის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ არხი მივიღოთ. თუ ამ ხერხს მივმართავთ და რუსულ არხებს მაიც ვუყურებ, რა გამოდის, პოლიტიკურად ნაგავი დავრჩები?! იმიტომ, რომ ჩემ თავს რუსული არხების ყურება არ ავუკრძალე? რუსულმა კი არა ქართულმა არხებმაც დამღალეს, ამიტომ რუსული არხების გათიშვით ნუ ვიმსჯელებთ, რომ ავშენდებით.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×