სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    24.09.2014

    თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    თავდაცვის სამინისტრომ განცხადება "ფორიენ პოლისის" სტატიის პასუხად გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

    "საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში.

    "საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზა ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას.

    "მოკავშირეებთან ერთად განხილული არცერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

    ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა შეთავაზება ქართველი მაღალჩინოსნებისგან მიიღო.

    "ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას და რომელიც არ არის "მთავარი კოალიციის" წევრი, სადაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ავსტრალია, იტალია, პოლონეთი და დანია შედიან", - ნათქვამია სტატიაში.

    უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ნიკა ჩიტიძე  (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, საქართველო უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩართულია 40-მდე სახელმწიფო. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გამოცდილებას აისაფის ოპერაციაში, ვფიქრობ, მისი ჩართვა აუცილებელიც კია.

    ეს იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო არის არაბული სამყაროს მოკავშირე. მომავალში ჩემი აზრით, ეს დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე.

     

     ქეთა გაბიანი (კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის): ცხადია, უნდა ჩაერთოს. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, ამიტომ მთელი კაცობრიობის ვალია, რომ ჩაერთოს ამ ტერორიზმის წინააღმდეგ.

     

     

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ომში უნდა ჩავერთოთ-მეთქი, ამას ვერაფრით ვერ ვიტყვი, ჩვენ ამის რესურსი არ გაგვაჩნია, მაგრამ მორალური თანადგომა ალბათ უნდა გამოვუცხადოთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ იმის მხარეზე, ვინც ისლამისტის არა როგორც რელიგიის, არამედ როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ გაილაშქრებს.

    ომში ვერ ჩავერთვებით, თუმცა ვფიქრობ, ამისთვის მორალური მხარადაჭერაც საკმარისი იქნება. ისედაც ბევრი ქართველი იბრძვის უცხოეთში და არის ჩართული ბევრ ოპერაციაში.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×