სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    27.09.2014

    2015 წლიდან თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა იგეგმება. დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე გათხრების შედეგად ორმხრივი მოძრაობა წლებია შეზღუდულია, რის გამოც მძღოლები დისკომფორტს განიცდიან. ნარმანიას თქმით, ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა პირთა წრესთან და ექსპერტებთან ერთად მოხდა.

    "თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და სარგებლობები აქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომელიც არსებული ერთზოლიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრით იქნება დაშორებული. ეს გაკეთდება არა თანამედროვე ფორმით, არამედ იმ ფორმით, რომელიც ძველი ქალაქის და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან შესაბამისობაში იქნება, რისთვისაც ჩვენ საჯარო კონკურსს ვაცხადებთ. ესტაკადა გაკეთდება ისე, რომ იქ ტურისტების მისვლას ხელს არ შეუშლის, თუმცა მეორე მხრივ, იქ მცხოვრებ მოსახლეობას დისკომფორტი მოეხსენება,", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოდაგოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "ამ ტერიტორიაზე ყოველ დღე რამდენჯერმე მიწევს მოძრაობა, რის გამოც ხშირად საცობში ვხვდები. საშინელებაა, როცა გეჩქარება და საცობის გამო შეფეხებული ხარ. განსაკუთრებით ასეთი სიტუაცია მაშინ იქმნება, როცა პიკის საათია და ყველა სამსახურიდან შინ ბრუნდება.

    "რომ გითხრათ, ესტაკადა ყველაფრის განტვირთავს მოახერხებს თქო, ალბათ შევცდები, რადგან პრობლემური ნაწილი მხოლოდ ეს ტერიტორია არ არის - ასე გრძელდება გმირთა მოედნამდე. თუმცა, ჩემი აზრით, ესტაკადა მაინც გამართლებული იქნება.

    "მნიშვნელოვანია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ დაზიანდეს. ამიტომ ესტაკადის მშენებლობას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ."

     გიორგი შენგელაია (კინორეჟისორი): "ძალიან სასიამოვნოა, როცა შუა ქალაქში მუზეუმია და იქიდან ყველაფერი ჩანს, თუმცა, ეს ისეთი ტერიტორიაა, სადაც მუდმივად დიდი მოძრაობაა. წლებია სოლოლაკში ვცხოვრობდი, ამიტომ კარგად ვიცი ამ ტერიტორიაზე ავტომობილები როგორ მოძრაობენ. არ შეიძლება სულ ცალმხრივად დავტოვოთ, ვინაიდან ეს მთელი ქალაქის მიმოსვლას აფერხებს.

    "ესტაკადებს ძეგლებისა და მუზეუმების თავზე მთელს მსოფლიოში აკეთებენ. ამიტომ მიმჩნია, რომ ეს თბილისისთვისაც მისაღები იქნება. შესაბამისად იდეას ვემხრობი."

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი): "რა თქმა უნდა, ესტაკადის მშენებლობას ამ ტერიტორიაზე მივესალმები, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე მუდმივად საცობის პრობლემა იქმნება. ესტაკადის აშენება ქალაქში ნორმალურად მოძრაობას საგრძნობლად განმუხტავს, ამიტომ მშენებლობა აუცილებლად უნდა დაიწყოს."

     

     

     

     თეო ხატიაშვილი  (ხელოვნებათმცოდნე): "სიმართლე გითხრათ, კონსტრუქციულადაც კი ვერ წარმოვიდგენ ამ ტერიტორიაზე ესტაკადა როგორ უნდა გაშენდეს. ესტაკადის მშენებლობას ძალიან დიდი სივრცე სჭირდება, პუშკინის ქუჩა კი საამისოდ ძალიან პატარა ადგილია, ამიტომ ამ იდეის განხორციელება ნაკლებად რეალურად მიმაჩნია."

     

     

     

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ვფიქრობ, იდეა გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ქალაქი მეტისმეტად გადატვირთულია. თუ ის ხედი, სილამაზე და კულტურული ნაგებობა, რომელიც ამ ძველ ტერიტორიას ამშვენებს, არ დაიკარგება, მაშინ ესტაკადის მშენებლობა გამართლებულად მიმაჩნია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×