სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    02.10.2014

    საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია.

    პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა.

    "მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება.

    "პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე, განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია. ამ სისტემას წლების განმავლობაში ვამსხვრევდით და მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს, მით უფრო დაუშვებელია ახალგაზრდების ჩაბმა პოლიტიკურ დაპირისპირებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    თქვენი აზრით, ბოლო პერიოდში გახშირდა თუ არა დაპირისპირება პოლიტიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     ქეთა გაბიანი  (კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"): გახშირდა, ეს ცხადია და ყველა ხედავს, რომ ბოლო პერიოდში ასეთი დაპირისპირება გახშირდა. ეს კი ძალიან ცუდია. დიდი იმედი მაქვს, რომ სანამ დროა, ამ ყველაფერს ბოლო მოეღება. სამომავლოდ შეიძლება უფრო უარესი და უარესი მოხდეს.

    ეს არის მარტივი შედეგი იმ დაუსჯელობის სინდრომის, რომელიც ორი წლის წინ დაინერგა, დღესაც გრძელდება და მით უფრო მეტ გასაქანს იძენს ეს დაუსჯელობის სინდრომი და მთავრობის მხრიდან მისი ხელშეწყობა.

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი):  რელიგიურ ნიადაგზე არაფერი დაპირისპირება არ არის, ეს "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი ფარსია. რაც შეეხება დაპირისპირებას პოლიტიკურ ნიადაგზე, ეს დაპირისპირება არ არის, ესაა ამოსაძირკვი პარტია, რომელსაც ნაციონალური პარტია ჰქვია. ეს პარტია საქართველოში უნდა აიკრძალოს და ეს მალე მოხდება. ცხრა წლის განმავლობაში მათ ისეთი რამ ჩაიდინეს, რომ ამ პარტიის არსებობა არ შეიძლება.

    ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემი მეგობრებისა და ჩემი ქვეყნის თავზეა გამოცდილი და ამ წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი საშინელი წნეხის ქვეშ იყო.

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "არ იყიდება საქართველო"): რა თქმა უნდა, გახშირდა, ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, რა არის, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გახშირდა დაპირისპირება როგორც პოლიტიკურ, ისე რელიგიურ ნიადაგზე.

     

     

     

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ამ მიზნით შეინიშნება ვითარების ესკალაცია და ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან სხვადასხვა ძალა დგას. ჩემი აზრით ამ ყველაფრის უკან ჩვენთან ახლოს მყოფი უცხოეთის სახელმწიფოს რომელიღაცა სპეცსამსახურები უნდა იდგნენ.

    რაც შეეხება "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" დაპირისპირებას, ჩემი აზრით, "თავისუფალი ზონა" თავს გავიდა და მოქალაქეების მიმართ აშკარა აგრესიაზეა გადასული, განსაკუთრებით განსხვავებულად მოაზროვნე ჟურნალისტების მიმართ და ვფიქრობ, რომ ამაში მათ ხელს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების რიტორიკა უწყობს, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობენ არა იმას, რომ ხელისუფლებას კონსტრუქციულად ჩაუდგნენ ოპოზიციაში, არამედ ქვეყანაში ქაოსის შექმნას ცდილობენ.

    ამის დამადასტურებელია მათ ხელში არსებული მედიასაშუალებები, რომლებიც საინფორმაციო პროგრამის დაწყებიდან დამთავრდებამდე მხოლოდ ნეგატიურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამით მათ სურთ, რომ ქვეყანა ისევ უბედურების მორევში ჩაითრიონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×