სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    07.10.2014

    ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება. "ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების თაობაზე. თუმცა, ამის გარეშეც ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მისი განთავსება ჩვენ შეგვიძლია ყველგან, სადაც მოგვესურვება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

    ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა.

    "მე მივესალმები ნატოს ახალი გენერალური მდივნის განცხადებას. სხვა რამ რომ ეთქვა, ეს იქნებოდა გასაკვირი. უელსის სამიტზე, როგორც ნატოს წევრები, ისე პარტნიორები შევთანხმდით, რომ იმ საფრთხეებს, რაც რეგიონში რუსეთის აგრესიის კუთხით არსებობს, უნდა დავუპირისპიროთ არა მხოლოდ ფინანსური სანქციები, არამედ სამხედრო შემაკავებელი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიების უფრო დიდი, სამხედრო შენაერთებით დაცვა, ასევე პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარონ თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებაში.

    "რაც შეეხება ნატოს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ბაზებს, ერთობლივ წვრთნებს და ადგილსამყოფელს, ეს იქნება საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ეს არის ნატოს გადასაწყვეტი. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური და მისასალმებელია მისი ეს განცხადება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

    თქვენი აზრით, აპირებს თუ არა ნატო რუსეთის მეზობელ ქვეყნებში გააქტიურებას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ჩვენ იმის გაგებას უნდა მივეჩვიოთ, რომ განცხადებები, გინდაც ეს ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთოს, რეალურ პოლიტიკად არ უნდა მივიჩნიოთ. განცხადებები არის ერთი, რეალური პოლიტიკა არის მეორე.

     

     

     

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება" დამფუძნებელი): "ნამდვილად უკვე დროა, რომ ნატო გააქტიურდეს და რუსეთის გაზრდილი მადა ცოტათი შეამციროს. თუ ეს ასე იქნება, ნამდვილად მისასალმებელია. თუ რუსეთს წინ არაფერი აღუდგა, შეიძლება ზუსტად ის სიტუაცია მივიღოთ, რა სიტუაციაც მსოფლიომ 1930-იან წლებში მიიღო, როდესაც არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჰიტლერის მადა შეეჩერებინათ და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომი მიიღეს.

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): "ნატოს გააქტიურება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ბუნებრივი რეაქციაა უკრაინის მოვლენებზე. მაგრამ არამგონია, რომ პერსპექტივაში ამან სასიკეთო შედეგები მოიტანოს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან საპასუხო სვლებია მოსალოდნელი, რაც ჩვენთვის არამგონია სასიკეთო იყოს.

    ამიტომ ვფიქრობ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში კრიზისული მდგომარეობაა და ეს პრობლემა დასაძლევია, იმიტომ, რომ ჩვენ ორ ბანაკს შორის ასეთი დაპირისპირება არ გვაწყობს.

     

     

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): თუ გააქტიურდება, ძალიან კარგი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უფრო პიარისათვის არის გაკეთებული, იქედან გამომდინარე, რომ თუ ნატოს წესდებაში ჩავიხედავთ, იქ აღნიშნული არ არის, რომ ნატოს თავისი ძალების განლაგება ყველგან შეეძლოს.

    ნეტამც კი შეეძლოს, რომ საქართველოში ნატოს ჯარები განლაგდეს და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქვეყანაში რუსეთის აგრესია მოიკვეთოს.

    რეალურად არ მგონია ასე მოხდეს, თუმცა პოლიტიკაში ყველაფერი მოსალოდნელია. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არასოდეს თქვა არასოდესო და ალბათ, ნატოს ახალი გენერალური მდივანი აქედან გამომდინარე საუბრობს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×