სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    08.10.2014

    მინისტრების და მისი მოადგილეების შემდეგ სახელფასო დანამატები მერიის მაღალაჩინოსნებამაც "დაიმსახურეს". ქალაქის მერის, დავით ნარმანიას ბრძანებით, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.

    ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი - 3540, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600, რაიონის გამგებელი - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300 ყოველთვიური დანამატი და სხვა თანამდებობის პირები.

    არადა, შეგახსენებთ, რომ ნარმანიას უწყებამ ცოტა ხნის წინ მისი წინამორბედი მწავედ გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ექსმერ სევდია უგრეხელიძეს 2013 წელს ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 89 000 ლარზე მეტი აქვს აღებული. საიდანაც ხელფასის ოდენობა მხოლოდ 30 000 ლარია.

    გარდა ამისა, 2014 წლის ივნისის თვეში სევდია უგრეხელიძემ სტანდარტული ხელფასი 2950 ლარი, დანამატი 3 600, ხოლო პრემია 2 900 ლარი აიღო.

    ამასთან, გარდა ყოფილი ვიცე-მერისა, საუბარია ასევე მის 6 მოადგილეზე. ესენი არიან: ირაკლი აბესაძე, შოთა ხიზანიშვილი, პაპუნა პეტრიაშვილი, დავით ნინიძე, დავით ალავიძე და ტარიელ ხიზანეიშვილი.

    როგორ აფასებთ ნარმანიას ბრძანებას მერიის მაღალჩინოსნებისთვის ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გიორგი ოთხმეზური (ისტორიკოსი): ფინანსურ საკითხებში საერთოდ ჩარევა არ მიყვარს, მაგრამ ყველა ქვეყანაშია, რომ ნორმირებული სამუშაო გრაფიკის გადაცილების შემდეგ, რაღაც გარკვეული დანამატები ერიცხებათ, თუმცა გასათვალისწინებელია საქართველოს სოციალური მდგომარეობა. მათ სხვებთან შედარებით ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ. რაღაცა უნდა მიეცეთ, მაგრამ ისე არა, რომ ამან საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიოს. ძალიან საფუძვლიანად უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ამ ადამიანმა ამდენი ზედმეტი საათი იმუშავა და ამაზე მიეცეს დამატებითი ანაზღაურება. ეს ხელფასივით პირდაპირ დანიშნული არ უნდა იყოს.

     მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): საერთოდ არ მესმის ეს ტენდეცია, ჯერ მინისტრები, მისი მოადგილეები და ახლა კიდევ მიჰყვა ნარმანიას უწყება. ჩემი აზრით, ეს კორუფციაა. აუცილებელი არ არის, ვიღაცას წაართვა ფული და ჩაიდო ჯიბეში. ასეთ გაზრდილ ხელფასებს არანაირი გამართლება არა აქვს, მითუმეტეს იმ სოციალურ ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

     

     გია ბუღაძე  (მხატვარი): იპოვეს გამდიდრების საშუალება და ამას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ, სწორედ ხომ ამისთვის იბრძოლეს და დაიმკვიდრეს ადგილი დედაქალაქსა შინა! ასე რომ, არ მიკვირს და ველოდი კიდეც, რომ ამას გააკეთებდნენ. ჩვეულებრივ კარიერულ და ფინანსურ მოგებასთან გვაქვს საქმე.

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): სულ რამდენიმე თვის წინ ეს მთავრობა უგულავას უწყებას ამისთვის აკრიტიკებდა, ახლა კი თვითონ იმავეს აკეთებენ. სამარცხვინოა, ნამდვილად არ ველოდი ნარმანიასგან ამას, გაოგნებული ვარ. დღეს ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. გამოდის, რომ ხდება იგივე, რაც ხდებოდა აქამდე. რა თქმა უნდა, ადამიანმა პრემიები უნდა მიიღოს, როცა ის თავის სამუშაოს კარგად შეასრულებს, მაგრამ არა ამ ქვეყანაში, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბებილო   (17.10.2014)
    ხალხს მოუმატონ საარსებო მინიმუმამდე დახმარებები და თუ რამე გადარჩა, აი მაშინ ეკუთვნით დანამატები და არა პირიქით მოსახლეობა უფრო და უფრო იძირება სიღატაკეში, ზემოთმჯდომმნი კი თავიანთი ჯიბეების გავსებაზე ზრუნავენ, რაც უფრო მეტი აქვთ , უფრო მეტი უნდათ....


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×