სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    11.10.2014

    "ისლამური სახელმწიფოს" მორიგი სამიზნე რუსეთი გახდება - ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი თარხან ბათირაშვილის თქმით, ის რუსეთისთვის სამაგიეროს გადახდას გეგმავს.

    ომარ ალ შიშანის მამის თემურ ბათირაშვილის თქმით, ის თავის შვილს ტელეფონით ესაუბრა და როგორც თარხან ბათირაშვილმა საუბრისას აღნიშნა, მას ჩეჩენი მებრძოლები ამ მიზნის განხორციელებაში მხარს უჭერენ.

    თარხან ბათირაშვილმა აშშ-მა "შავ სიაში" შეიყვანა იმ პირებთან ერთად, რომლებიც თანამშრომლობენ ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან ("სლამური სახელმწიფო") და ფინანსურად და მატერიალურად ეხმარებიან სირიაში მებრძოლ ტერორისტებს.

    თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ შიშანის სახელით არის ცნობილი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 24 სექტემბრის განცხადებაში, "სირიაში მოქმედ ქართველ მოქალაქედ" არის მოხსენიებული.

    თარხან ბათირაშვილი 2005-2009 წლებში საქართველოს არმიის უმცროსი ოფიცერი იყო, რომელმაც "ისლამურ სახელმწიფოში" მაღალ სამხედრო თანამდებობას მიაღწია და ბოლო წლების განმავლობაში, ჩეჩნებისა და სხვა კავკასიელებისგან შემდგარი რაზმით, რამდენიმე მსხვილ სამხედრო ოპერაციასაც უხელმძღვანელა.

    როგორ შეაფასებთ ცნობას რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ჩრდილოეთ კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო გააქტიუროების შესახებ? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     ნინო ლაპიაშვილი  ("სუფთა პოლიტიკის წრე"): "ამ თემას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ამიტომ ზედაპირული მიდგომა და წინასწარი დასკვნების გაკეთება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. აქ სპეციალისტები, ექსპერტები უნდა ჩაერთონ და სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს პოზიციების განსზაღვრა და კონკრეტული შეფასებების გაკეთება."

     

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): "ეს ადამიანი ადრე ახმეტის რაიონში ცხოვრობდა, რამდენიმე წელია უკვე წასულია ახმეტიდან, ის წარმოშობით არის ჩეჩენი და ჩვენ გვახსოვს ის უბედურება, რაც რუსეთმა ჩეჩნეთს თავს დაატეხა და ახლა ის შურის საძიებლად მოდის, საქართველოსთან რა შუაშია?!

    "ის არ არის ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ვერ ვეტყვი ეს არ გააკეთოო. ის არის ჩეჩენი კაცი, რომელსაც პირადი შურისძიება უნდა და ასეთი ვაჟკაცები ღმერთმა ამრავლოს."

     

     გიორგი შენგელაია (რეჟისორი): "ის მიდის მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ და ეს ჩვენ არ შეგვეხება. ჩვენ ამ ხალხის მიმართ ისტორიულად ძალიან ლოიალური პოზიცია გვიჭირავს, ქისტები და ქარველები ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ასე რომ, ვთვლი, რომ ჩვენ ეგ არ გვემუქრება.

    "უფრო მეტს გეტყვით, მაგ "ისლამურ სახელმწიფოს" ძალიან მალე გაჟუჟავენ. თურქეთი უკვე ჩაერია და სახმელეთო ოპერაციას გეგმავენ."

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "თუ რუსეთს სამაგიეროს იმის გამო გადაუხდის, რომ ჩვენი აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორია აფხაზებსა და ოსებს მიათვისებინა, ამაზე მას დიდი მადლობა შეიძლება ვუთხრათ, მაგრამ არ მგონია სამაგიეროს გადახდა პიროვნულად შესძლოს. იმიტომ, რომ "ისლამური სახელმწიფო" ჯერ რუკაზე არ არსებობს, ეს არის ტერიტორიული წარმონაქმნი, რომელსაც არც შემოსაზღვრული ტერიტორია გააჩნია, არც სახელმწიფოებრიობა და მათ პერსპექტივასაც ვერ ვხედავ. თვითონ მუსულმანური სამყაროც წინააღმდეგია მუსულმანური სახელმწიფოს შექმნის."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×