ელზა პაპოშვილი
26.01.2015

"ჩემი აზრისთ, ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს პრობლემა აღარ არის სახელებსა და გვარებში და არც ეს გადადგომა უშველის იმ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

ქვეყანაში ბოლო დროს საზოგადოების უკმაყოფილება მთავრობის და ხელისუფლების მიმართ რამოდენიმე მთავარმა საკითხმა განაპირობა.

ექსპერტები და პოლიტოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ მთავრობის და პრემიერ მინისტრის გადადგომის საკითხი, შესაძლოა დადგეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გაზრდილი უმუშევრობა, საყდრისი ყაჩაღიანის აფეთქება, ლარის კურსის ვარდნა და სხვა. ვაზაგაშვილის მკვლელობა კი შესაძლოა ბოლო წვეთი აღმოჩნდეს, რის გამოც ღარიბაშვილის გადადგომა გახდეს საჭირო.

თქვენი აზრით, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი)" ვფიქრობ, დღეს საკითხი ასე არ დამდგარა, რომ აუცილებელია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც. ჭიკაიძემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. რადგანაც ვაზაგაშვილის საქმეში შს მინისტრი დასახელდა მკვლელების მფარველად, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო.

"მაგრამ თუ არ მოხდა ამ პირების გაშვება სტრუქტურიდან და არ იქნა სწრაფად გამოძიებული ეს ვანდალური და ტერორისტული აქტი, ვერ მივიღეთ პასუხი ვინ ააფეთქა იური ვაზაგაშვილი, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი და მთავრობა უნდა გადადგეს."

 მარინა ბერიძე (მუსიკალური პროდუსერი)"ვფიქრობ, თუკი არსებობს და ჰყავთ შემცვლელი, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. ძალიან არეული სიტუაციაა. ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ კი საერთოდ გაურკვევლობაში ვარ. ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს, გაუსაძლისი მდგომარეობაა."

 

 

 

 ნიკუშა შენგელაია (მხატვარი)" ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. თუმცა, თუ ვაზაგაშვილის საქმე გამოძიებული არ იქნება, ვფიქრობ პასუხისმგებლობა ღარიბაშვილმაც უნდა გაიზიაროს და გადადგეს."

 

 

 

 

 გია მურღულია (პედაგოგი და მწერალი)"მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. ის ხელმძღვანელობს ბევრ მიმართულებას, შესაბამისად, ხშირად ხდება ისეთი შემთხვევები, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. აი, ამ შემთხვევაში უშუალოდ პირველი რიგის პირმა უნდა აგოს პასუხი, ანუ როგორც ჭიკაიძის შემთხვევაში მოხდა.

"პრემიერ-მინისტრის გადაყენებაზე ასეთი ლოგიკა რომ გავაგრძელოთ, მაშინ პრემიერის გამოცვლა ხშირად მოგვიწევს. მისი პასუხისმგებლობის საკითხი ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში უნდა დადგეს, თუკი ღარიბაშვილი გამოძიებას ხელს შეუშლის, რისი წინაპირობაც არ არსებობს."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×