სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    27.05.2015

    "ნაციონალური მოძრაობა" 4-მა აქტიურმა წევრმა - ჯაფარიძემ, მელაძემ, ხაჩიძემ და კუბლაშვილმა - დატოვა. "რაც უფრო დაიშლებიან, მით უფრო მცირდება მათი შანსები, არჩევნებისას იმ რაოდენობით გავიდნენ, რა რაოდენობითაც ერთად ყოფნის შემთხვევაში გავიდოდნენ," - მიაჩნია ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს.

    განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტილოგ გია ნოდიას, რომელიც მიიჩნევს, რომ ოთხეულის მიერ პარტიის დატოვება მის რეიტინგზე მნიშვნელოვნად არ აისახება, რადგან ისინი ძირითად ლიდერებად არ მიიჩნეოდნენ.

    თქვენი აზრით, ოთხი აქტიური წევრის წასვლა "ნაციონალურ მოძრაობას" მნიშვნელოვნად დაასუსტებს თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): მგონია, რომ ისეთი სცენარი ვითარდება, მესამე ძალას ამზადებენ. არჩევნები ახლოვდება, "ნაციონალურ მოძრაობას" კი გამარჯვების შანსი არ ექნება. ზოგადად ქვეყანა მესამე ძალის მოლოდინშია, ამიტომ შესაძლოა, ესენი მესამე ძალას ალასანიას მიმართულებით აძლიერებენ.

     

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ვფიქრობ, ეს მათი ტაქტიკური სვლაა, რომ ხელისუფლებაში კიდევ მოვიდნენ. სახელს შეიცვლიან და ახალ ძალად მოგვევლინებიან. ალბათ გახსოვთ, ვაშაძემ და რურუამ ახალი პარტია "ივერია" ჩამოაყალიბეს, ალბათ ესენიც ასე აპირებენ. სახელის შეცვლით რომ რამე იცვლებოდეს... ალბათ ჰგონიათ, რომ მათი საქციელი დაგვავიწყდება. კიდევ იქნება გაგრძელება, ნაწილი წავა, ნაწილი დარჩება.

    რებრენდინგი უნდა მოაწყონ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. მათი ტაქტიკაა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, იმედია, ამდენს მივხვდებით.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  ახლა ჩვენ იმ ეპოქაში ვიმყოფებით, როცა პარტიის აბსოლუტური კრიზისია. მათ რებრენდინგი უნდოდათ, რაც ვერ მოხდება. განაწილდებიან სხვადასხვა პარტიაში. ორივე პარტია დაიშლება და ერთი ახალი გაერთიანება გვექნება, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას შეცვლის. იგივე ხალხი დარჩება მმართველობაში და ჩვენი ქვეყანა ასე უბედურ ცხოვრებას გააგრძელებს.

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): მათი პარტიიდან გასვლით ასე ერთბაშად "ნაციონალური მოძრაობა" არ დასუსტდება, თუმცა დასუსტების პირველი სიმპტომია. როდესაც ორგანიზმში რაღაც აირევა ან მცირე სიცხე აქვს, პრობლემები აქვს, დაახლოებით ასეთი მომენტია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაასუსტებს.

    პარტიას საკმარისი ფინანსები აქვს იმისთვის, რომ არ დაიშალონ, მაგრამ ის, რომ მნიშვნელოვანი პროცესია, ეს უკვე ყურადსაღებია. ეს არის გარკვეული რეორგანიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი. მაგრამ ამ პარტიას რომ შემდგომ უფრო გაუჭირდება, უახლოესი 2 წლის განმავლობაში ფაქტია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×