სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    01.06.2015

    საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივ შემაჯამებელ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი რეგიონულ პროპორციული სისტემის შემოღებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტსაც გადაეგზავნა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია გაფორმებულ დოკუმენტს "უპრეცედენტო კონსენსუსად" აფასებს.

    "ჩვენ მივესალმებით ამ უპრეცედენტო კონსენსუსს, რომელიც დღევანდელ კონფერენციაზე შედგა. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი ყოველთვის მოწოდებულია კონსენსუსისკენ, თანხმობისკენ და არა დაყოფისკენ. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ უპრეცედენტო კონსენსუსის ფაქტს სათანადო გამოხმაურება მოჰყვება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების, ასევე სხვა პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და უფრო მაღალი კონსენსუსის საწყისი იქნება", - განაცხადა პატარაიამ.

    მისივე შეფასებით, სისტემა, რომელზეც კონფერენციაზე მიღებულ დოკუმენტშია საუბარი, პარლამენტში ამომრჩევლის ნების პროპორციულ ასახვას უზრუნველყოფს.

    უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემა? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ რაიონში ყოველთვის ისეთი ადამიანები იმარჯვებენ, ვისაც ფული აქვს და ბიზნესმენია. ეს სუფთა კომერციული საქმეა. მდიდარი კაცის გაკეთებული ქვეყანა ჩვენ უკვე ვნახეთ, რაც ყოფილა. ამიტომ ახალი მდიდრების წარდგენა აღარ გვინდა ეს სისტემა უნდა გაუქმდეს."

     

     

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "მაჟორატირული სისტემით არჩევნები უნდა გაუქმდეს, რადგან ყველა ხელისუფლება ცდილობს თავისი მაჟორიტარი გაიყვანოს. მერე კი მაჟორიტარები იქცევიან ამ რაიონის მონსტრებად, დიდგვაროვან თავადებად, ავიწყდებათ მოსახლეობა, თავისი ამომრჩეველი და არიან მსხვილი ფეოდალებივით. "საქართველოში საჭიროა პროპორციული არჩევნები, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა ხმა მისცეს პოლიტიკურ პარტიას, მის პროგრამას, ხედვას და არა პიროვნებებს, რომელსაც ხელისუფლება დაუწყებს სხვადასხვა მექანიზმებით გამარჯვებისაკენ მწვანეს ანთებას."

     

     გია ბუღაძე (მხატვარი):  "მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებების მხრიდან ყოველთვის ძალიან ცუდად გამოიყენება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამასთან დაკავშირებით სერიოზული კორექტირება შევა. როგორც ვიცი, არსებობს პარალელური სხვა ფორმებიც.

    "მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც არ მინდა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით რაღაც სხვა შუალედური ვარიანტია მოსაძებნი."

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  "პროპორციული და მაჟორიტარული სისტემაც შენარჩუნებული უნდა იყოს. სხვადასხვა რეგიონში პრობლემები არსებობს, იქაური პრობლემების მოგვარება და მთავრობამდე მიტანა კი მაჟორიტარების საქმეა. ყოველ შემთხვევაში წესით ასე უნდა იყოს. მთავარია ნორმალური არჩევნები ჩატარდეს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×