სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    08.06.2015

    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება. მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის შეიცვლება, თუმცა, საარჩევნო რეფორმის ნაწილი 2016 წლის არჩევნებამდე განხორციელდება.

    რეფორმა ითვალისწინებს მაჟორიტარულ ოლქებში 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას, ნაცვლად 30-სა. ამასთან, შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობას შორის ამჟამად არსებული დისბალანსი.

    ოპოზიცია "ოცნებას" ამომრჩევლის მოტყუებასა და დაპირების დავიწყებაში ადანაშაულებს.

    როგორ აფასებთ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების 2020 წლისათვის გადავადებას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი): "ეს ქვეყნისთვის ცუდია. გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებას" ამ გზით გარკვეულწილად იმ ხმების მოპოვება სურს, რაც მას სჭირდება. შეიძლება ესეც გამართლებული იყოს, იმიტომ, რომ ხელისუფლების გამუდმებული ცვლა ქვეყნისთვის რამდენად კარგია, საკითხავია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ეს ალბათ გამართლებულია.

    "2016 წლის შემდეგ არჩევნებზე ეს წესი გაუქმდება. შემდეგ მესამე ძალა გამოჩნდება, რომელიც მეტ პრიორიტეტს შეიძენს, უფრო მეტი შანსი ექნება. ეს ტაქტიკური სვლა ამჯერად უფრო მეტად "ქართული ოცნების" პოზიციების გამაგრებას უწყობს ხელს. ამ ეტაპზე ალბათ ჯობია, რომ სანამ მესამე ძალა გამოჩნდება, იქამდე ისევ "ქართულ ოცნებას" მიეცეს საშუალება თავისი საქმიანობა დაამთავროს. თუმცა, მთლიანობაში მე ვემხრობი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ."

     ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  "ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია. არჩევნებისათვის შესაბამისი პირობების მომზადება ახლავე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მე მინდა ერთი რამ ვთქვა - საქართველოში არჩევნები ნორმალურად მანამ არ ჩატარდება, სანამ საქართველოში საშუალო ფენა არ შეიქმნება.

    "პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როდის და როგორ მოხდება - პროპორციული სისტემით თუ მაჟორიტარული სისტემით, ვინაიდან სანამ საქართველოში საშულო ფენა არ გაჩნდება, მანამ ეს არჩევნები სულ მუდამ სადავო საგანი იქნება."

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ჩვენ ეს საარჩევნო სისტემა ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც, მაგალითად, საფრანგეთში ან გერმანიაშია. მე კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი არ ვარ და ამიტომ მართლა არ ვიცი ამას რა პრინციპული მნისშვნელობა აქვს.

    "მაჟორიტარული სისტემა პარტიასთან არ არის დაკავშირებული. პარტიაში თუ არ ხარ, ე.ი. არასრულფასოვანი ხარ? იქნება მე არ მინდა პარტიაში ვიყო, მაგრამ დეპუტატობა მსურს? საერთო ჯამში ჩემი სურვილია არჩევნები პარტიული სიითაც იყოს და მაჟორიტარული პრინციპითაც."

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების გადავადება ჩემთვის გაუგებარია. კანონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, თორემ 2020 წლისათვის, მაგალითად, რა შეიცვლება?

    "თუ მაჟორიტარი ჭეშმარიტად სახალხო დეპუტატი იქნება და ხალხის ჭირვარამის გამზიარებელი, მაშინ მაჟორიტარულ სისტემასთან ჩვენ სადავო და საწუწუნო არაფერი გვექნება. როგორც მე ვხედავ, საქართველოში ხალხისთვის არავინ არ ფიქრობს. ყველანი მხოლოდ თავისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×