სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    18.06.2015

    გმირთა მოედანზე ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა გუშინ კაცი დაგლიჯა, რომელიც მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საგანგებო თათბირზე მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხდა.

    მისი ინფორმაციით, ტარდება ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც პროკურატურას საშუალებას მისცემს, ობიექტურად დაადგინოს, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.

    თქვენი აზრით, ვინ არის გმირთა მოედანზე გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): თითქოს ყველაა დამნაშავე, მაგრამ, ამავე დროს, არავინ. ჯერ ის მაინტერესებს, საწყობი თუ დაკეტილი იყო, ვეხვი შიგნით როგორ აღმოჩნდა? მერე როდესაც შსს მინისტრი ინფორმაციას იძლევა, რომ ცხოველები გარეთ აღარ არიან, მას ხომ ვერ ეცოდინება, არის თუ არა ცხოველი გარეთ? მას სწორი ინფორმაცია ხომ უნდა მიაწოდონ?

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება მათ უნდა უზრუნველყონ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ არ ვიცი, რა ვთქვა. წარმოუდგენელია, ქალაქის ცენტში ასეთი რამ ხდებოდეს.

    ოპერატიული სამსახურები 24 საათის განამვლობაში მუშაობდნენ. ისეთი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო, რომ ეს ფაქტი არ მომხდარიყო. წესიერად ხომ უნდა დაეთვალათ, რამდენია გარეთ?

     

     გია მურღულია (ფილოლოგი):  ჩემი აზრით, არასწორია ის, რომ ყველაფერი ერთ ადამიანს, ზოოპარკის დირექტორს დაბრალდეს. ხალხში პანიკა გაცილებით მაღალი თანამდებობები პირების საჯარო გამოსვლით ჩნდება.

    ზოოპარკის დირექტორს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, ძალიან ზუსტი ინფორმაცია თუ არ ჰქონდა, საჯაროდ არ უნდა განეცხადებინა. ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაკეთებული განცხადებები უფრო არასერიოზულად მიმაჩნია.

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  ვფიქრობ, პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, გურიელიძეს ეკისრება, რომელმაც განაცხადა, რომ საპანიკო არაფერია, ყველა ცხოველი დათვლილია, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცის მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა ჯანელიძესაც ეკისრება. მას ინფორმაცია როგორმე ხომ უნდა გადაემოწმებინა?

    თუმცა ერთ ფაქტს ავღნიშნავ, ცხოველებზე ბევრი რამ მაქვს წაკითხული. მათი პოვნა, როდესაც შეშინებულები და მშივრები არიან, ძალიან ძნელია. მათი დაჭერა პროფესიონალ მონადირეებსაც კი უჭირთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×