გვანცა ღვედაშვილი
19.11.2015

პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ სასაზღვრო კონტროლი და უსაფრთხოების ზომები საქართველომაც გააძლიერა. ეთანხმებით თუ არა საქართველოში სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ტერორისტების მთავარი იარაღი ის არის, რომ არასდროს იცი, ვის და როდის დაარტყამს. ამიტომ, ყველა ქვეყანა და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ თავი დავიცვას ისეთი საშინელებისგან, როგორიც მოხდა საფრანგეთში.

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ყველა ქვეყანა ამკაცრებს კონტროლს, განსაკუთრებით ქვეყანაში შემომსვლელი უცხოეთის მოქალაქეების მიმართ. აუცილებელია, საქართველომაც გაამკაცროს კონტროლი სასაზღვო კუთხით.

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი):  კონტროლის გამკაცრება საჭიროა, ცალსახად ვემხრობი ამ პოზიციას. (პარიზის) მსგავსი ფაქტის მოხდენის საშიშროება ნამდვილად არსებობს და ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ამიტომ, ვფიქრობ, კონტროლის გამკაცრება აუცილებელია.

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლის გამკაცრება ნამდვილად საჭიროა. მგონი, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ევროკავშირის ქვეყნების რჩევაც არის.

ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში, რთულ ეპოქასა და დროში ვცხოვრობთ, ამიტომ გაათმაგებული ყურადღებაა საჭირო ამ მხრივ, და რასაკვირველია, საჭიროა (შესაბამისი ორგანოების) ფინანსური დახმარებაც, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოვა.

მეშინია, დასავლეთმა კიდევ ერთხელ არ გაგვცვალოს რუსეთთან თანამშრომლობისთვის, მოგვაშოროს ის ერთადერთი შანსი, რომელიც გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლისა. ამის ნამდვილად მეშინია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×