ლიკა ამირაშვილი
30.11.2015

დღეში საკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია - ეს განცხადება საკრებულოს უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერიძემ სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოების ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ თანხაში ბოლომდე არის კალორიულობა გათვლილი.

"1 ლარსა და 18 თეთრში თავიდან ბოლომდე არის გათვლილი კალორიულობა, რაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია", - განაცხადა ბერიძემ.

როგორ ფიქრობთ, საკმარისია თუ არა კვებისათვის დღეში 1.18 ლარი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ეს ქალბატონი ან იუმორისტია და ასეთ განცხადებას ამიტომაც აკეთებს, ან კიდევ სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს. საინტერესოა, 1.18 ლარი საკვებად მას თუ ეყოფა. გაოცებული ვარ. ჩვენს პლანეტაზე არ ცხოვრობს? დღეს 10-15 ლარიც არაფერია, არათუ 1.18 ლარი. ადამიანს როგორ შეიძლება ეს თანხა ეყოს.

"შესაძლოა, ამ ქალბატონმა წესი იცის, როგორ უნდა ვიმყოფინოთ ეს თანხა. ამით მოსახლეობის 80 პროცენტს გადაარჩენს. შესაძლოა, ილუზიონისტია და იცის, ამ თანხით როგორც უნდა იცხოვროს. ალბათ ამ ქალბატონმა იხუმრა."

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "საერთოდ, რიმა ბერიძე ან ერის მოღალატეა, ან კიდევ ამ ხალხს მასხრად იგდებს. თვითონ კი გამაძღარი და განებივრებულია."

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "პირველ რიგში, ასეთი განცხადების გამო პასუხისმგებლობის ქვეშ მოვაქცევდი არა მარტო ამ ადამიანს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ეს პიროვნება "ქართულ ოცნებაში" მოიყვანეს.

"ამის გარდა, ჩავატარებდი ძალიან საინტერესო სახალხო ექსპერიმენტს. ექსპერიმენტის ფარგლებში ქალბატონ რიმას მივცემდი საშუალებას, ყოველდღე ამ თანხით ეცხოვრა. მას სიმოვნებით ვუყურებდი, რა მდგომარეობაში და ხასიათზე იქნებოდა."

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "რიმა ბერიძემ თვეში 36 ლარი უნდა გადადოს და მთელი თვის განმავლობაში ამით იარსებოს. როდესაც შიმშილისგან გული წაუვა, მერე მიხვდება. მანამ თავის თავზე არ გამოცდის, მანამდე ვერ მიხვდება. სათქმელად ძალიან ადვილია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×