სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაკო მათეშვილი
    03.11.2016

    მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, უმრავლესობაში საკონსტიტუციო ცვლილების რამდენიმე იდეა გაჩნდა. ერთ-ერთი ინიციატოვა პრეზიდენტის წესის არჩევას ეხება - რომ მას არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევდეს.

    ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს - პარლამენტი თუ ხალხი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტი მაინც უმაღლესი ხელისუფალია და ერთმნიშვნელოვნად მას ხალხი უნდა ირჩევდეს. თუ პარლამენტს ხალხი ირჩევს, პრეზიდენტსაც ხალხი უნდა ირჩევდეს და ისიც ხალხის წინაშე იყოს პასუხისმგებელი. ასე რომ, არსებული წესის შეცვლის წინააღმდეგი ვარ."

     

     

     ნინო თოდუა (ა/ო "სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი): "პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეუცვალა და პრემიერ-მინისტრს მეტი უფლებამოსილება აქვს, ქვეყნის სახე მაინც პრეზიდენტია. ქვეყანას კი ხალხი წარმოადგენს. შესაბამისად, პრეზიდენტი ჩვენი, მოქალაქეების მიერ უნდა იყოს არჩეული და არა 150 პარლამენტარის მიერ.

    "მერე რა, რომ მოვალეობები შემცირებული აქვს და ნაკლებ რამეზეა პასუხისმგებელი? თავისი ფუნქციები მაინც აქვს და იგი ხალხის ნდობით აღჭურვილი უნდა იყოს."

     გია მურღულია  (განათლების სფეროს სპეციალისტი): "ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია იმას სჭირდება, ვისაც ყველაზე დიდი ძალაუფლება და ხელისუფლება აქვს. ჩვენი კონსტიტუციით კი პრეზიდენტს ასეთი უფლებები არ აქვს. შესაძლოა, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია საჭირო არც იყოს და სრულიად საკმარისი იყოს, თუ მას პარლამენტი აირჩევს."

     

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი, პოეტი):  "ჯერ ისაა გასარკვევი, ვართ თუ არა ნორმალური ქვეყანა, რომ ნორმალური რამ გავაკეთოთ. ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტი ხალხის ასარჩევია და არა პრლამენტის, რადგან ის ხალხის პრეზიდენტია და არა პარლამენტარების. ამიტომაც, როგორც პარლამენტარები აირჩია ხალხმა, ისე უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი. პრეზიდენტი იმიტომ ჰქვია, რომ ის უნდა ხალხის რჩეული იყოს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×