სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    03.11.2016

    ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობასაც ხელახლა დააკომპლექტებს, ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო.

    "რეზონანსის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთვარობო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს და მხოლოდ რამდენიმე მინისტრს შეეხება ცვილილება.

    "ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

    მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხები არ არსებობს, რადგან სხვადასხვა თანამდებობაზე სხვადასხვა პირების კანდიდატურები განიხილება.

    "კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარსდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.

    "მე კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    თქვენი აზრით, რომელ მინისტრებს უნდა შეეხოს სამთავრობო ცვლილები?! ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დიმა ჯაიანია (მსახიობი) მე რომ მკითხოთ, არცერთია შესაცვლელი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ასე დარჩეს, როგორც არის, იმიტომ, რომ ქვეყანა პროგრესისკენ მიდის. არცერთს რამე დანაშუალი არ ჩაუდენიათ, თუმცა, ეს პრემიერის გადასაწყვეტია და ვნახოთ რა იქნება.

     

     

     

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): ცოტა არაკორექტული გამოვა ჩემგან კონკრეტული მინისტრების დასახელება. უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, შეიძლება ბევრი მინისტრია შესაცველი, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო - ჩანაცვლება უნდა მოხდეს მისაღები ადამიანებით, რომ ესა თუ ისე სფერო განვითარდეს და უკეთესობისკენ წავიდეს. იმიტომ, რომ თუ ნორმალური ვინმე თუ არ მოიყვანეს, მაშინ ჯობია არც შეიცვალოს. შეუჩვეველს ისე შეჩვეული ჭირი ჯობია.

    კულუარებში მიუღებელი კანდიდატურები სახელდება და ზოგიერთი მათგანი ჩემში შეშფოთებას იწვევს, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უბრალოდ, თუ იქნება ცვლილებები, იყოს ცალსახად უკეთესი.

     მიხელ ღანიშაშვილი (პოეტი): არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემი აზრით, ზოგადად ძველი მთავრობა ვერ მუშაობდა და ყველა შესაცვლელია, თუმცა რომელი კანდიდატურებით შეიცვლება, ამასაც მნიშვნელობა აქვს.

    პირველ რიგში კი ეკონომიკური გუნდის მინისტრები არიან შესაცვლელნი. ეკონომიკური და სოციალური კუთხით არაფერი გაკეთებულა, რომ ადამიანებს სიკეთე ეგრძნოთ.

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ამაზე არ მიფიქრია, არ ვიცი, თუმცა ჩემი აზრით, არ უნდა შეიცვალოს, ენერგეტიკის, ჯანდაცვის და დევნილთა მინისტრები. ასევე ვფიქრობ, კარგად მუშაობენ თეა წულუკიანი და ნოდარ ჯავახიშვილი.

    ხოლო ეკონომიკის, კულტურის და საგარეო მინისტრები თუ გაქტიურდებიან, კარგი იქნება. ან კიდევ არ ვიქნები წინააღმდეგი თუ სამათავრობო ცვლილებები კონკრეტულად ამათ შეეხებათ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×