სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაკო მათეშვილი
    07.11.2016

    ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები 58-ე პრეზიდენტს აირჩევს. პროცესს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ინტერესით აკვირდება. მთავარი კონკურენტები რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი და დემოკრატების წარმომადგენელი ჰილარი კლინტონი არიან.

    "მთელი კვირა" შეეცადა, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეების აზრი გაეგო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საქართველოზე და ვისი გამარჯვება უფრო შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.

     ამირან სალუქვაძე (საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბრიგადის გენერალი):  "თუ კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში მკაფიო პროგნოზირებაა შესაძლებელი, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება და შესაძლოა უფრო ინტენსიური გახდეს, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მხოლოდ ორი რამის იმედზე შეგვიძლია ვიყოთ: 1. კრემლის მაამებელი განცხადებები (ყირიმთან და ამერიკის საგარეო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით) შესაძლოა, ტრამპის წინასაარჩევნო ტაქტიკა იყოს, გამარჯვვების შემდეგ კი სულ სხვა ტრამპი ვიხილოთ; 2. ვიქონიოთ იმედი, რომ აშშ-ში სახელმწიფო მანქანა გააგრძელებს რყევების გარეშე მუშაობას და ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ უწყის, დათმობს თუ არა დონალდ ტრამპი პოზიციებს საქართველოში."

     ნინო თოდუა ("სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი):  "ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეები საქართველოზეც აისახება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჰილარი კლინტონის გამარჯვება უფრო გვაწყობს, რადგან რესპუბლიკელები უფრო აგრესიული ქმედებების მომხრეები არიან, დემოკრატები კი - არარადიკალური ქმედებებისა და უფრო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებულები".

     

     

     ნინა პერტენავა  (პიარსპეციალისტი): "დიდ სახელმწიფოებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს პატარა ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე, გავლენა ყოველთვის აქვს. მით უმეტეს, თუ საქმე პოლიტიკური კურსის ცვლილებას ეხება.

    "ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს და ჩვენს ინტერესებშიც სწორედ ეს შედის. საკმაოდ დიდი ცვლილებები იქნება მოსალოდნელი ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და საგარეო კურსიც რადიკალურად შეიცვლება. ეს ცვლილებები კი საქართველოსაც შეეხება და შესაბამისად, კლინტონის გამარჯვება ჩვენთვის უფრო მომგებიანია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    petre kupry   (10.11.2016)
    პერტენავა მაგარი წინასწარმეტყველი აღმოჩნდა....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×