სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    08.11.2016

    ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ მან, გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    აღნიშნულ ფაქტს არაერთგვაროვნად აფასებენ ქართველი ანალიტიკოსები. ნაწილი ფიქრობს, რომ ის "უკრაინაში სერიოზული ოპოზიციური პროცესებისთვის ემზადება და არ არის გამორიცხული უკრაინაშივე დაიჭირონ", ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინა სიტუაციის ასე გამწვავებას მოერიდება და შესაძლოა უბრალოდ ქვეყნიდან "მოიშორონ".

    თუმცა ექსპერტები ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ სააკაშვილმა ის გავლენაც დაკარგა, რაც აქამდე ჰქონდა, ამიტომ, მას საქართევლოში პროცესების მართვა კიდევ უფრო გაუჭირდება.

    როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება ვიხილოთ სააკაშვილი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): რა გითხრათ აბა, შეიძლება დარჩეს კიდეც უკრაინაში, ან ამერიკაში წავიდეს, სხვა მანდატი მას არ აქვს. გააჩნია უკრაინაში რომელი ფრთა გააქტიურდება. უკრაინის მთავრობაშიც ძალიან დიდი დაყოფაა, არის რადიკალური ფრთა, რომელიც არ ემხრობა სააკაშვილის იქ ყოფნას.

    ასე რომ, გააჩნია, რამდენად დიდი გავლენა ექნებათ მათ უკრაინის პირველ პირზე. ამასთან, არსებობს მეორე ფრთა, რომელიც ხელს სააკაშვილის მაღალ ეშელონებში მოსვლას უწყობს.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  უკრაინა არის სხვა სახელმწიფო და ის ძალები, რომელთანაც საქარველოს ყოფილ პრეზიდენტს დაპირისპირება ჰქონდა, შეეცდებიან, რომ უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება არ დაუშვან.

    როგორი მოქალაქეობაც არ უნდა მიიღოს მან, ის მაინც უცხო იქნება. როცა პრეზიდენტისგან იყო დანიშნული, უფლებამოსილებაც მისგან ჰქონდა. ახლა რას იზამს, ძნელი სათქმელია.

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი):  რა უნდა გითხრათ, ჯობს სააკაშვილს ჰკითხოთ. შეიძლება სხვა შემოთავაზება ჰქონდეს უკრაინის ხელისუფლებაში. შესაძლოა, პრეზიდენტის აპარატში იყოს მრჩეველი. ასევე შეიძლება, ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არავის არაფერში აღარ სჭირდებოდეს.

    ბევრი ვარიანტია, შესაძლებელია ამერიკაშიც წავიდეს, კონკრეტულად რამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ ჩვენს მხარეში არავის არაფერში სჭირდება, ფაქტია.

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი):  როგორც გაღმა ქვეყნიდან, მისი "მეგობრები" ეტყვიან, ალბათ, ისე გააკეთებს. სხვას ვერაფერს გეტყვით, ისე მოიქცევა, როგორც ამას ეტყვიან, თვითონ ვერ გადაწყვეტს.

     

     

     

     

     ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): თუ ჭკვიანად მოიქცევა, ალბათ ამერიკელები თავისთან წაიყვანენ, ნუ, თუ ისინიც არ გააბრაზა. უკრაინაში ვფიქრობ, აღარ გააგრძელებს მოღვაწეობას. უფრო ამერიკაში, ან ევროპაში წავა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (12.11.2016)
    დუნდუა,ისტორიკოსო, მიშა 600000 მოქალაქეს სჭირდება, კარგად დაიმხსოვრე, იმ დიდი გაყალბების ფონზე, რაც ამ არჩევნების დროს მოხდა, ისე მილიონ აჭარბებ მიშას მომხრეები!

    ლია   (12.11.2016)
    ნუციკო, მეცოდები ცალტვინად, რომ მსჯელობ, კარგად დაიმახსოვრე, მიშა გადაწყვეტილებებს თვითონ ღებულობს, თქვენისთანებს არა ჰგავს!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×