სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    12.11.2016

    გამართლებულია ქორწინების ინსცენირება საბავშვო ბაღში? თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმულ "ქორწინების" სცენას, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, ნაწილის თქმით კი ეს ბავშვთა უფლებების დარღვევაა.

    "აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე", - ასე შეაფასა მომხდარი სახალხო დამცვლმა უჩა ნანუაშვილმა და ბაგა-ბაღების სააგენტოს დაუყონებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

    მისივე თქმით, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

    ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ბავშვის უფლებები არ დარღვეულა და ეს მეტ-ნაკლებად არასწორად ჩატარებული აქტივობა იყო.

    ამასთანავე, განმარტავენ, რომ მომხდარზე რეგირება უკვე განახორციელდა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შენიშვნა და რეკომენდაციები მიეცათ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მსგავსი რიტუალური თამაშები სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგიის ნაწილია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პრობლემა მისი არასწორად შესრულება გახდა.

    გამართლებულია თუ ქორწინების ინსცენირება საბავშვო ბაღში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "მე ვნახე ეს კადრები და მიზანშეწონილად კი არა, ძალიან შემრცხვა. რა ფატა, რის ქორწილი?! არანორმალურ საზოგადოებას ვქმნით, თუ რა ხდება?! "ფეისბუქით" კი არ უნდა ირჩეოდეს, კომიტეტი უნდა შეიკრიბოს, განათლების მესვეურებთან ერთად და გადაწვიტონ ეს საკითხი.

    "ამას უნდა პირდაპირ მოხსნა. ქართველები ის ვერ ვსაუბრობთ ოჯახის ინსტიტუტზე, თუ 5 წლის ბავშვებს ფატა არ დავამხეთ თავზე?! ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ისიც არ გვაქვს გააზრებული, როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი მოზარდამდე.

    "ამ ბაღის გამგეს ვეკითხები - დიდი ბოდიში, მაგრამ მარტოხელა დედები რომ ბავშვებს ზრდიან და თავზე ფატა არ ახურავთ, ესე იგი მათ ოჯახები არ ქვიათ? არასრულფასოვნად მიაჩნია ის ოჯახი?

    "განათლების სისტემა ურთულესი მიმართულებაა და როგორღაც უნდა მოვახერხოთ, რომ კარგი ფილოლოგები, კარგი პედაგოგები ვყავდეს.

    სახელმწიფომ გადამზადებაში უნდა დახარჯოს ფული. ეტყობა არ არის კარგად გადამზარდებული ეს ბაღის გამგე, თორემ ფატას არ ჩამოაფხატება 5 წლის ბავშვს."

     ლაშა ჩხარტიშვილი  ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "ყოვლად მიუღებელი ფაქტია. როგორც ვიცი, გარკვეული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, საყვედური გამოეცხადა შესაბამის ადამიანებს. ეს კარგია.

    ვფიქრობ, რომ უმკაცრესი ზომა უნდა იყოს გამოყენებული, რადგან არანაირად არ ჯდება ეს იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რასაც ბაღის ასაზრდელები ჰქვია. მსგავსი გამოხტომები უნდა აღიკვეთოს."

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "რასაც ახლა ზარებივით რეკავენ, რომ აი, ბავშვების უფლებები ირღვევა და ა.შ., არავითარი უფლება არ ირღვევა. უბრალოდ, ეს ჯერ მათი გონებისთვის მისაღები არ არის.

    "ჩვენს ბაღშიც არიან გოგო და ბიჭი, რომლებიც სიმღერის გაკვეთლზე სულ ერთად სხედან. ეს კიდევ ჰო. ვიცინით ამაზე, მაგრამ ეს ფატა და უბედურება, ცოტა მეხამუშა."

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "4 თუ 5 წლის არიან და ვფიქრობ, რომ საჭირო არ იყო. შესაძლებელი იყო, რომ ქორწილი კი არა, მაგალითად, ზღაპარი სპექტაკლად დაედგათ. უნდა აუხსნა ბავშვებს, რა არის ქორწილი, რისთვის არის საჭირო და თუ ზღაპარეთან ერთად მოუყვები, მაშინ არაუშავს. მაგრამ პირდაპირ ქორწილის დადგმა, არ მიმაჩნია სწორად.

    "თუმცა, ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა და ამის გამო ადამიანების დასჯა, ზედემეტი მგონია. პედაგოგისთვისაც უნდა აეხნათ, ბავშვს შეიძლება ათამაშო, მაგრამ უნდა ესმოდეს ამის მნიშვნელობა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×