სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აუდიო–ინტერვიუ

    “მთავარია მასწავლებელმა თვითონ არ დაწეროს განცხადება გათავისუფლებაზე. ჯობია იგი გაათავისუფლოს დირექტორმა. ჩვენ ამის შემდეგ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ პედაგოგებს კანონიერი უფლებების დაცვაში დავეხმაროთ,”- აცხადებს “ხალხის პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე მასწავლებლების მასიური გათავისუფლების კომენტირებისა.


    “ხალხის პარტიის” დახმარებით ხუთშაბათს 82-ე საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა. “ხალხის პარტია” კიდევ ხუთი პედაგოგის სარჩელს ამზადებს.

    “ხალხის პარტია” პედაგოგების დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც შალამბერიძე აცხადებს, პედაგოგთა მასიური გათავისუფლება განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ზეპირი მითითების საფუძველზე ხდება. მისი თქმით, დირექტორები მასწავლებლებს აიძულებენ, რომ თავად დაწერონ გნცხადება გათავისუფლების შესახებ. როგორც შალამბერიძე აცხადებს, ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის ის, რომ მასწავლებელმა ამაზე უარი თქვას, რადგან ამით მათ იურიდიულად ეკარგებათ საკუთარი ულებების დაცვის შესაძლებლობა.

    გთავაზობთ აუდიო ინტერვიუს ალექსანდრე შალამბერიძესთან.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter