სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აუდიო–ინტერვიუ

    “საქართველომ, ისევე როგორც კავკასიის სხვადასხვა ხალხებმა, თავის თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან იმპერიული დამოკიდებულება. მიჭირს სრულფასოვანი კომენტარის გაკეთება ბარამიძის გამონათქვამებზე, თუმცა მე ვთვლი, რომ საღი აზრის ამოკითხვა ასეთი დამოკიდებულების მიმართ, ძალიან ჭირს,” - აცხადებს პარლამენტის კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ წიკლაური ავსტრიულ პრესაში გამოქვეყნებული გიორგი ბარამიძის ინტერვიუს კომენტირებისას.

    ცნობისათვის, გაზეთ “დერ სტანდარდისათვის” მიცემულ ინტერვიუში ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა რუსეთს ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების, კერძოდ კი “კავკასიის იმარატის” წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

    როგორც წიკლაური აღნიშნავს, ეს არის ბარამიძის პოზიციაა და ბარამიძის სურვილი, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს კავკასიელ წინააღმდეგობის მებრძოლებსა და რუსეთის ფედერალურ ცენტრს შორის. წიკლაურის თქმით, ეს პოზიცია არ ეთანხმება არც მის პოზიციას და არც საღ აზრს, რადგან ეს კონფლიქტები იმის გამოა გაჩენილი, რომ რუსეთს კავკასიელი ხალხების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს.

    გთავაზობთ აუდიო ინტერვიუს ნუგზარ წიკლაურთან.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter