სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    16.01.2017

    მას შემდეგ, რაც მთავარი ოპოზიციური ძალა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყო, საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ერთ-ერთ მათავარ კითხვას წარმოადგენს, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა.

    მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილი, ახლა უკვე "ევროპული საქართველოს" სახელით ცნობილი გუნდი, პარლამენტში 21 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო "ნაცმოძრაობა" - 6-ით, პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე "ნაცნოძრაობა" უფრო მეტ ხმას მიიღებს. ამის საფუძვლად კი ასახელებენ იმას, რომ მოსახლების უმეტესობამ ამ პარტიას ყოფილი პრეზიდენტის გამო დაუჭირა მხარი, რაც ახლაც კარგად იმუშავებს.

    თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ "ევროპული საქართველოს" ძლიერი მხარე ინტელექტუალებია, რომლითაც ეს პარტია დაკომპლექტდა.

    ამის პარალელურად, არასაპარლამენტო ოპოზიციაც გაზაფხულისთვის ემზადება და აცხადებენ, რომ გაერთიანებული ძალებით, ადგილობრივ არჩვენებზე საკუთარი ძალის წარმოჩენას შეძლებენ და ნომერი პირველი ოპოზია გახდებიან.

    "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემდეგ, ვის აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიად ქცევის შანსი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "საერთოდ, ევროპა და "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები არიან განწყობილი, რომ მთავარ ოპოზიცურ ძალად მთელ მსოფლიოს ეს პარტია წარუდგინონ. სინამდვილეში ეს ასე ნამდვილად არ არის. სამწუხაროა, რომ ის ნამდვილი ოპოზიციური ძალები, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არიან, არჩევნების შუალედურ პედიოდში არ იჩენენ იმ აქტივობას, რომელიც ასე სჭირდება ხალხს."

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, ამას თვითონ საზოგადოება გადაწვეტს, რაც გამოჩნდება მაშინ, როდესაც ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბდებიან. საერთოდ, პარტიები მუდმივი დაკვირვების ობიექტები არიან, რაზეც სათანადო შეფასებებს მხოლოდ საზოგადოება აკეთებს."

     

     

     

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ეს ცოტა რთული საქმეა. ალბათ, უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს ორივე მხარე და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, ვის აქვს რეალური შანსი, რომ მთავარი ოპოზიცური ძალა იყოს."

     

     

     

     

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): "მაიცნდამაინც სახელისუფლებო ძალა ამათგან არც ერთი არ არის, ორივე ოპოზიციურია და რომელი უფრო მთავარია, უმჯობესია, ერთმანეთში გაარკვიონ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter