სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იაგო ნაცვლიშვილი
    (17.01.2017)

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობიდან" გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის გამოყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალ გუნდთან მუშაობა შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისინი არ გასცემენ ძალიან მძიმე კითხვებს პასუხს.

    "მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, უნდა იყოს ინტელექტუალური ომი. სააკაშვილის მხარეს თავიდანვე ჰქონდა ნიშანი და არც მალავდა ქუჩაში გამოსვლას და საპარლამენტო მუშაობისთვის ობსტრუქციის მოწყობას - ეს არის მისი ხასიათის მთავარი ნიშანი, რაც ხალხზე დამღლელად მოქმედებს, თუ მითუმეტეს სააკაშვილის მსგავსი თავქარიანი ლიდერი უდგას სათავეში", - ამბობს ვოლსკი.

    მისი თქმით, გამოჩნდა მეორე ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ მსოფლიომ დადებითად შეაფასა ჩატარებული არჩევნები და მათ აქვთ სწორი იდეები და ლოზუნგები.

    "აქედან გამომდინარე, ჩემი სიმპათია ლოზუნგის მიმართ ნამდვილად არის, მაგრამ ეს ხალხი სააკაშვილთან ერთად ჩადიოდა უამრავ დანაშაულს და მათ კითხვებს უნდა გასცენ პასუხი", - აცხადებს ვოლსკი.

    შესაძლებელია თუ არა, "ბოკერია-უგულავას ფრთამ" მომავალში "ოცნებასთან" ითანამშრომლოს?! - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): შეიძლება ამ ჯგუფმა ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რომლებიც ადრე "ქართული ოცნების" კოალიციაში იყვნენ. მაგალითად, "რესპუბლიკურ პარტიას" ვგულისხმობ. "ოცნებისთვის" ეს იქნება პოლიტიკური კარიერის დასასრული - ამიტომ, ალბათ, გაუძნელდებათ ღიად თანამშრომლობა.

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ვფიქრობ, ყველა ფრაქცია ითანამშრომლებს "ოცნებასთან", იმიტომ, რომ ისეთი პოლიტიკური საკითხები გვაქვს გადასაჭრელი, არცერთი ფრაქცია არ იქნება წინააღმდეგი ამ თანამშრომლობაზე.

    რაც შეეხება ქვეყნის შიდა საკითხებს, აქ უკვე ოპოზიციამ თავისი სიტყვა უნდა თქვას, რაც არ უნდა მოსწონდეს. ესა თუ ის საკითხი, ყველაფერი შესაძლებელია, თანამშრომლობაც და ოპოზიციურობაც.

     

     

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): საერთოდ არ შემიძლია, ადამიანებს ცილი დავწამო, ვინც უნდა იყოს, მაგრამ გამორიცხვით არ გამოვრიცხავ. უკვე ისეთი სურათი შეიქმნა და დაიხატა, რომ გამორიცხვაზე ზედმეტია საუბარი.

     

     

     

     

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ბოკერია-უგულავას გუნდი არის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობისა". ის შეცდომები და დანაშაული, რაც პარტიას ჰქონდა, ისევ ამ ხალხზე გადადის.

    თუ ისინი მოინანიებენ, ბოდიშს მოიხდიან და იტყვიან - ჩვენ დავუშვით სერიოზული შეცდომები, მაშინ შესაძლებლად მიმაჩნია პარლამენტის ფარგლებში თემატური თანამშრომლობა, სხვა თანამშრომლობას გამოვრიცხავ.

     

     

     დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): სამწუხაროდ, პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, მანამდე დაშვებული შეცდომები უნდა აღიარონ. ასეთ შეთხვევაში შესაძლებელია ქართველმა ხალხმა აიტანოს მათი თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter