სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (18.01.2017)

    კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

    "მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

    "პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ," - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

    უნდა მოეხსნას თუ არა გრიფი "საიდუმლო" გაზპრომსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადეობის ცნობილ წევრებს დაუსვა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): აუცილებლად უნდა მოეხსნას. არ უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ კერძო პირისთვის ან თუნდაც ხელისუფლებისთვის, რადგან პირველ რიგში ეს საქართველოს ინტერესებშია.

     

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალსტი): მგონია, რომ არის რაღაც სტრატეგიული საკითხები, რომლებიც სახალხოდ განხილვას არ მიესადაგება. ამ შემთხვევაში ეს არის სტრატეგიული ინტერესები და ამით მარტო ხალხი კი არ არის დაინტერესებული, არამედ, ალბათ, ისიც, ვინც არ არის ჩვენი მეგობარი, ამიტომ ასეთი საიდუმლოს გახსნა არა მგონია საჭირო იყოს.

     

     

     გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): გრიფით საიდუმლო აუცილებლად უნდა მოიხსნას, რადგან საზოგადოებაში არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმებული ჩაბარებაა რუსეთისათვის. ვფიქრობ, საზოგადოება იმის ღირსია, რომ იცოდეს, რა ვალდებულებები შეიძინა გაზპრომთან ხელშეკრულების დადებით ჩვენმა ხელისუფლებამ.

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, რომ უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ასეთი ტიპის ეკონომიკური ხელშეკრულებები საიდუმლოებას არ წარმოადგენს. გასულ წლებში ძალიან კარგად გვახსოვს გაზპრომის ოინები საქართველოს მიმართ, ამიტომ თუნდაც იმისთვის, რომ ეჭვები არ გაჩნდეს, ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს.

     

     

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი): დილეტანტური პოზიციიდან გამომდინარე მეჩვენება, რომ აღნიშნული საკითხი გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს. თუ გასაიდუმლოებულია, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (19.01.2017)
    კალაძესნაირი ფულზე გაყიდული სულით არარაობები ყველაფრის მკადრებლები არიან! იყიდება საქართველო! ვინ არის ეს ე. წ.ჟურნალისტი რატიანი, ჩვეულებრივი ამორალური პირი, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა იყვეს გასაიდუმლოებული და რა არის სტრატეგიული ამ ქვეყნისათვის. ასეთი უვიცი ჟურნალისტებით და არასპეციალისტებით, რომ არის გაჯერებული ეს ქვეყანა, იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე.

    giorgi   (18.01.2017)
    konchita kaladze ganjis karze yverebit dasakidia.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter