სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    19.01.2017

    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს. აღნიშნულის შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომელზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა.

    მინისტრის განმარტებით, მათი მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს.

    ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკებზეა დამოკიდებული და თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება.

    დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება.

    მისაღებია თუ არა დავით სერგეენკოს ეს გადაწყვეტილება? - ამის შესახებ "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გივი სიხარულიძე  (მწერალი და მსახიობი): ბარემ ხალხს ჟანგბადი აღარ მიაწოდონ, წყალი გადაკეტონ და საერთოდ ჰაერში დააყენონ მომწამვლელი ნივთიერებები.

    დღევანდელ ხალხს, რომელსაც შია, წყურია, გაუბედურებულია და ერთი რამის იმედიღა აქვთ, რომ კლინიკაში არ გადაახდევინებენ ფულს, ესეც თუ შეუწყვიტეს, ჩავთვალოთ, რომ ხალხი შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს.

     

     სერგო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  საკითხები არის შესასწავლი, თუ რამდენად გვაქვს საქმე თაღლითობასთან, რომ სახელმწიფოს კლინიკებმა ფული გამოსძალონ. ფაქტია, რომ კლინიკები მაქინაციებს მიმართავენ, მაგრამ ამ პროგრამის გათიშვა ძალიან ცუდი იქნება.

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): თუ ეს კლინიკები არ შეესაბამებიან იმ სტანდარტებს, რის გამოც მათ სახელმწიფო უხდის თანხას და თუ კლინიკებში არსებობს დარღვევები, ჯერ უნდა გაფრთხილდნენ და თუ არ გამოსწორდებიან უახლოეს პერიოდში, რასაკვირველია, შემდეგ უნდა შეუწყდეთ აღნიშნული პროგრამა.

     

     

     ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა): მოსალოდნელი იყო. ყველანაირი კვლევები აჩვენებდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი არ არის საკმარისი ამ ხარჯების დასაფარად.

    უნდა შემოდიოდეს ინვესტიციები, ეკონომიკა წინ მიდიოდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია პირიქით არის. ადრეც თქვეს ამ სფეროს სპეციალისტებმა, რომ ძალიან მალე დადგებოდა მომენტი, როცა საქართველოს ბიუჯეტს ასეთი ხარჯების დაფარვა აღარ შეეძლებოდა.

    მისაღები იქნება ის, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს, ლარი ასეთ მდგომარეობაში არ იყოს და შემოვიდეს ინვესტიციები. ამ ყველაფერს როცა შეცვლიან და ახალ პროგრამას ჩამოაყალიბებენ, შემდეგ შესაძლებლობაც გაჩნდება ჯანდაცვის ხარჯების გაზრდის.

     ნატო გელაშვილი  (მომღერალი): წინააღმდეგი ვარ და ჩემთვის არ არის მისაღები, პირიქით, დაამატონ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. არა მგონია, ქართველი ხალხი ამის მომხრე იყოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter