სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (21.01.2017)

    ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა შეხვედრა არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებთან გამართა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არიან ჩართულნი. "სია"-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილე მხარეებს შორის შედგა კონსენსუსი საკითხზე, რომ არ არსებობს არგუმენტირებული მიზეზი იმის, თუ რატომ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი.

    "კონსენსუსი იყო მაგიდის ირგვლივ მყოფ პირებს შორის, რომ არსებულ რეალობაში, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილის გათვალისწინებით, არ არსებობს რეალური არგუმენტი იმისთვის, რატომ უნდა იყოს აუცილებელი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

    პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ".

    შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლას აქტიურად განიხილავს, რასაც ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს.

    უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): "მომბეზრდა ცვლილებები, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ უცხოეთში წყდება. ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორ საქართველოს მოსახლეობას სურს. მეჩვენება, რომ მოსკოვად გადაგვექცა ყველა ევროპული ქალაქი. როგორც მოსკოვში წყვეტდნენ 30-40 წლის წინ ჩვენს საქმეს, თურმე ასე უნდა გადაწყვიტოს ახლა უცხოეთმაც. თუ საქართველოში არ გადაწყდება ჩვენი ამბები, ჩემთვის სულ ერთია სად მიიღებენ გადაწყვეტილებას."

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "თუ იყო ხელშეკრულება, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის გვეკითხა ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესი, არ ვიცოდი. ვფიქრობ, ეს საქართველოს საქმეა."

     

     

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "ვენეციის კომისიის განცხადება არ არის ულტიმატუმის ხასიათის, ეს არის სარეკომენდაციო. პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის გადაწყვეტილება არის საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის საქმე და არა ვენეციის კომისიის.

    "შეიძლება კომისიას ჰქონდეს რეკომენდაციები, რომლებიც ალბათ დარჩება რეკომენდაციებად, მაგრამ საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას როგორც მიაჩნია, ისე უნდა გადაწყვიტოს პრობლემა."

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "კომისიას მხოლოდ სარეკომენდაცია უფლება აქვს. თუ პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება ისეთივე შეზღუდული, როგორც არის, მაშინ ასეთ საყოველთაო არჩევნებს ალბათ დაეკარგება აზრი და მნიშვნელობა. სანამ კონსტიტუციას არ განუსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მანამდე ამაზე საუბარი, ალბათ, სწორი არ იქნება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter