სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    23.01.2017

    "შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა", - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

    როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.

    "ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო", - განაცხადა ადა მარშანიამ.

    "ქართული ოცნების" წევრის სოფიო კილაძის განცხადებით კი, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თუ თბილისში გადმოტანა.

    "შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია", - განაცხადა კილაძემ.

    უნდა გადმოვიდეს თუ არა პარლამენტი თბილისში? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს, აბა სად?! ვიცით რატომაც გადაიტანეს თავის დროზე პარლამენტი ქუთაისში, ამათ კი აქციების არ ეშინიათ, იმიტომ, რომ იციან ისეთ არაფერს დააშავებენ ისეთს, რომ ხალხისთვის თვალებში შეხედვა შერცხვეთ. ხოლო თუ დააშავებენ, კარგად გაიგებენ ხალხის ხმას.

    "ქუთაისის განვითარებას პარლამენტი არ სჭირდება, ამისთვის საჭიროა დიდი ან პატარა ინდუსტრია. ქარხანა გაეხსნათ, რომ ხალხი დასაქმებულიყო. ბინების გაქირავებას საქმის კეთება ჯობია."

     

     ლანა ღოღობერიძე (რეჟისორი):  "პრაგმატულად ძალიან კარგი იქნებოდა. ბევრად ნაკლები დაუჯდება სახელმწიფოს ბიუჯეტს პარლამენტის შენახვა. თანაც უფრო ქმედითიც იქნებოდა საკანონმდებლო ორგანო, იმიტომ, რომ ყველა სამინსიტრო თბილისშია კონცეტრირებული. ამავე დროს არა მგონია რაიმეს მატებდეს ქუთაის პარლამენტის იქ ყოფნა."

     

     

     გია ბუღაძე  (მხატვარი): "არა. ქუთაისს საჭირო ფუნქცია უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული. უფრო მეტიც - ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სამინისტროებიც სხვადასხვა ქალაქში თუ გადანაწილდება. იმიტომ, რომ უფრო მეტი ინტეგრირება მოხდება და გამოცოცხლდება რეგიონები.

    "მგონია, რომ თავის დროზე საჭირო და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის ქუთაისის გადატანით."

     

     

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "დარწმუნებული ვარ, რომ უნდა მოხდეს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი - თანხის არასწორი ხარჯვა და მეორე - არასწორად აგებული შენობა, რომელშიც ისეთი მდგომარეობაა, რომ ხალხს ძალიან უჭირს მუშაობა.

    "გადრა ამისა, თბილისი ცენტრია, ყველა დაწესებულება აქ არის განთავსებული და გაცილებით უფრო იოლია ყველა პრობლემის გადაწყვეტა, ვიდერე სირბილი აქეთ-იქით.

    "ქუთაისი უნდა იქცეს სხვა პრინციპის ქალაქად, როგორც ფიქრობენ, შესაძლოა საგანმანათლებლო ცენტრად აქციონ, რაც უფრო ლოგიკური იქნება.

    "თბილისი ადმინისტრაციული ცენტრი უნდა იყოს, ქუთაისი კი დასავლეთ საქართველოს კულტურურული ცენტრი."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (23.01.2017)
    unda gadmovudes. im shibaq haikakanas tavis nacikebianad tavshi fagharati hqonda da dedabozishvilebis xishturebi gamosascorebelia.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter