სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    24.01.2017

    ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძე დაასახელა.

    "ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ძალიან მაღალი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

    კობახიძის გამწესებას მოსამართლედ უკვე მოჰყვა შეფასებები. ა/ო "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დგება სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი.

    "საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცე-სპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება.

    "ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერთშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.

    "მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მანანა კობახიძე იყო ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი, რომელიც ახმოვანებდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებებს თითქმის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელებიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ან გასაჩივრდება მომავალში", - აღნიშნულია განცხადებაში.

    როგორ აფასებთ მოქმედი პოლიტიკოსის მოსამართლედ დანიშვნას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს დაუსვა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): დიდ უბედურებას ვერ ვხედავ. თუ პატიოსნად იმუშავებს და წარმართავს თავის საქმეს, არანაირი პრობლემა არ იქნება.

     

     

     

     

     ლელა ოჩიაური (კონომცოდნე):  სასურველია ამ თანანმდებობაზე ნეიტრალური მოსამართლე, რომელიც არ არის რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური გაერთიანების წამომადგენელი. მეეჭვება, რომ მან შეძლოს "ქართული ოცნების" დატოვება.

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  არ ვიცი, იურიდიულად როგორ არის, მაგრამ დიდ უბედურებას ვერ ვხედავ იმაში, რომ მოქმედი პოლიტიკოსი დაუბრუნდეს თავის პირვანდელ პროფესიას. ადამიანი როდესაც თავისი პროფესიით გადაწყვეტს მუშაობას, მგონი არ არის საჭირო ხელის შეშლა. შეიძლება უფრო კარგი მოსამართლე იყოს, ვიდრე პარლამენტარი.

     

     

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): როგორც ვიცი, იურიდიული განათლება აქვს და ამიტომ ნორმალურია. არ ვიცი სასამართლოში რას იზამს, მაგრამ, მიღებული განათლების მიხედვით, შესაფერისი კანდიდატურაა.

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ისეთი საკითხია, რომ პროფესიონალების გადასაწყვეტია. თუმცა, რადგან იურისტი და პროფესიონალია, ამის უფლება აქვს. თუ მანანა კობახიძე არის აღქმული "ქართული ოცნების" მომხრედ, მაშინ ოპონენტებმა უნდა წარმოადგინონ კანდიდატი, რომელიც აღქმული არ იქნება რომელიღაცა სხვა პარტიის მხარედ. ისე, როგორც იურისტი და პროფესიონალი რატომაც არა?!.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter