სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (25.01.2017)

    ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის განცხადებით, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთს მთელი ინფორმაცია გადასცა ჩვენ მებრძოლებზე.

    "გია ცერცვაძეს ვიცნობთ ჩვენ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი იყო 95-ე აერომობილურდანაყობთან ერთად უკრაინის შეირაღებული ძალების, მონაწილეობდა მრავალ სპეცოპერაციაში. ჯერ როგორც მებრძოლი, შემდეგ როგორც ინსტრუქტორი. გიას აქვს დიდი დამსახურებები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის ომში. ეჭვს არ იწვევს საერთოდ, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენ მებრძოლებზე, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთს იმიტომ, რომ ასეთი მონაცემები ოფიციალური უწყებების გარდა, საქართველოში არა აქვს არავის. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა.

    "დანამდვილებით ვიცი და ამაზე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომ მთავარი დავალება, რომელიც აქვს წულუკიანს ივანიშვილისგან, ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ქართული მხარის გამტყუნება, ქართველი მებრძოლებისგან გამტყუნება. თეა წულუკიანი ამაზე მუშაობს ბოლო რამდენიმე წელიწადია, გადადგა მთელი რიგი ნაბიჯები ამ მიმართულებით და ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება.

    "თავის მხრივ, ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დავალება აქვს თავის პატრონებისგან მიღებული კრემლიდან, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებული ამ საკითხით. მე ვფიქრობ, თვითონ საქართველოს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა ფენომენთან აქვს საქმე საქართველოს დღევანდელ ე.წ. მთავრობის სახით," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან გარიგებული? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგნლებს მიმართა.

     გია ბუღაძე  (ფერმწერი): პირდაპირ ამას ვერ გეტყვით, თუმცა ყველა ფაქტით ჩანს, რომ რაღაც მსგავსია. ამ საქმეზეც და იგივე გაზპრომის საკითხზეც ძალიან კაპიტულანტური დამოკიდებულებაა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მესმის, თუმცა, შესაძლოა, მესმოდეს კიდეც, რადგან ეტყობა, მათთვის ძალაუფლება ძალიან ტკბილია.

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ვინ ვისთან არის გარიგებული, ნამდვილად არ ვიცი. ვარაუდები შემიძლია გამოვთქვა, მაგრამ როცა დიდი პოლიტიკაა, ძნელია გაარკვიო რა ხდება. თუ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ამ ამბებს, სულ სხვანაირ სახეს მიიღებს-ხოლმე და ბოლოს შესაძლოა ყველაფერი ისე დალაგდეს, რომ დამნაშავე არავინ არ იყოს. ძნელია, წინასწარ პრეტენზია გამოთქვა.

     

     

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): ეს ადამინი უკრაინის მხრიდან იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ დონბასში, რუსეთს კი ყველა მტრად ჰყავს გამოყვანილი, ვინც იქ იბრძოდა. თუ უკრანია თავის მებრძოლს რუსეთს გადასცემს, ვერ ვხვდები, ვინ დაეკითხება საქართველოს მთავრობას ამას.

     

     

     

     ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და მოხდება ამ ადამიანის ექსტრადირება, მაშინ გარიგებული არის თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება.

    ფაქტი იქნება, რომ საქართველოს მთავრობა ვერ და არ იცავს თავის მოქალაქეებს, რაც ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა და თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ ის უნდა წავიდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    li   (12.02.2017)
    რა გულის ამრევია ვასილ მაღლაფერიძის აზრის გაჟღერება. კაცი, რომელიც ყველა ხელისუფალს ერთ ადგილას უძვრება, ეხლა ბიძო-ჭორვილელთან მოახერხა შეძრომა და მის სიხარულს საზღვარი არა აქვს, ნახეთ რა მჭახედ და დიდი ვაჟკაცივით ღაღადებს, მოკლედ ქვეყანას შავი ჭირი შეესია, ვნახოთ რამდენი გადავრჩებით!?

    giorgi   (25.01.2017)
    bugadze, rom vinmeze ejvebs gamotqvams, es KGB-s nasetka putchisti, tavis carsuli daavicyda kitovanis, mamulashvilis, bokerias, targamadzis, yaryarashvilis, ioselianis, tevzadzis, barbaqadzis, volskis, qantarias, kjobaladzis da sxvata msgavsad. "MALIARI XAR BIJO?", zustad amaszea natqvami, cadi bijo haikakanas traki gadaugebe. sorosis virtxa kakabadzec, rom xmas amoigebs, mashin ar hqonda azri, iyo tu ara eg gataxsirebuli jorvileli aferisi garigebuli rusebtan, roca sorestan ertad grentebs gajmevdat mtel nacikebis inkupator e.c. "tavisuflebis instituts"?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter