სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (26.01.2017)

    24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ჩააგდო საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. მოსამართლეების სია თავიდან არის წარსადგენი. კონკურსი აპრილამდე ხელახლა უნდა ჩატარდეს.

    საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანდიდატების ჩავარდნა სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის.

    "ამის მიზეზი სიის ფორმირების პროცესში არსებული უზარმაზარი სამარცხვინო დარღვევებია. სიის ჩაგდება ნებისმიერი ქვეყნისთვის არის უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრა. იმედია, რომ ამის შემდეგ მაინც ისწავლის საქართველოს მთავრობა ოდნავ უფრო ცივილიზებულად მოქცევას."

    ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე კი აცხადებს, რომ მართალია არნიშნული ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს არ დააზიანებს.

    "მე არ ვიცი, რა კრიტერიუმების გამო მოხდა ეს და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, ბუნებრივია კომენტარს ვერ გავაკეთებ. დანარჩენს მომავალი გვანახებს," - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

    იმოქმედებს თუ არა საქართველოს იმიჯზე სტრასტბურგში მოსამართლეების კანდიდატთა სიის ჩაგდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ამ შემთხვევაში რა იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე, ვერ გეტყვით. ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭრდება, ალბატ სჯობს, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარი უფრო კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთონ, რომლებიც მეტად არიან მსგავს საკითხებში გარკვეულნი.

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): შესაძლოა პროფესიულ წრეებში იმოქმედოს, მაგრამ საერთო ჯამში არ მგონია იმ მასშტაბის პრობლემა იყოს, რომ ქვეყნის მთლიან იმიჯს მიაყენოს ზარალი.

    ჩვენ გვაქქვს საკმაოდ დიდი წარმატებებიც და ხარვეზებიც. ასე რომ, ეს პრაქტიკული საკითხია, თუმცა კარგია ის, რომ ამით ხელისუფლებამ დაინახოს საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა და წონა. ამაში ნამდვილად არის ამ პროცესის დადებითი მხარე. გასათვალისწინებელი იყო ის შენიშვნები, რომელიც ჰქონდათ ომბუდსმენს, საიას და ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს.

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  თავისთავად, ვფიქრობ, იმოქმედებს, რადგან ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო. შესაძლებელი იყო, ისეთი კანდიდატურები წარედგინათ, რომლებიც სალაპარაკო არ გახდებაოდა.

    ეჭვი მაქვს, რომ ჩვენგან ჩავიდა ნეგატიური ამბები მოსამართლეთა შესახებ. მართალია ამ ეჭვს დასაბუთება სჭირდება, თუმცა აუცილებელია, უკეთესად მოამზადონ მსგავსი საკითხები.

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს. მსგავსი საკითხების ჩავარდნა ყველა ქვეყანაზე უარყოფითად მოქმედებს. საქართველოს მთავრობამ კი ისეთი სია გაგზავნა, რომელსაც დამტკიცების შანსი არ ჰქონდა, ამიტომ საქართველოს იმიჯზე ეს პროცესები, რა თქმა უნდა, აისახება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter