სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    27.01.2017

    "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის თქმით, კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთივე პოლიტიკურია, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.

    ამის შესახებ შავგულიძემ ჟურნალისტებს სააპელაციოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა. ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, წავა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იქ დადგება ამ პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

    "აბსოლუტურად ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც აქამდე იყო ამ პირთა მსჯავრდება, უბრალოდ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი შემცირდა, ვინაიდან თავად სასამართლოსთვისაც ნათელია, რომ აქ გამამტყუნებელი განაჩენი საბოლოოდ თავს ვერ დაიჭერს," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    არის თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია როინიშვილი (მსახიობი): მნიშვნელოვანია ის, რომ დაპატიმრებულია ხალხი, რომლებსაც ბრალი არ მიუძღვით. რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულნი. პროცესი ისე გრძელდება, რომ პოლიტიკური ელფერი დასდევს.

     

     

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ვთვლი, რომ ეს საქმე თავიდანვე იყო შეთითხნილი და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. როგორც ვიცი, არანაირი მსგავსი ტიპის დანაშაული არ მომხდარა, მითუმეტეს როცა სასამართლო იღებს ძალიან კარგ გადაწყვეტილოებას, რომ შეიძლება მალე ისინი განთავისუფლებულნი იყვნენ, ალბათ არის იმის დამადასტურებელი რომ სასამართლომ ან თავში დაუშვა შეცდომა ან შეგნებულად მიესაჯათ მათ მძიმე სასჯელი.

     

     

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): არა, რა თქმა უნდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, არ მიიღებდნენ შერბილებულ სასჯელს.

     

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  არაფრით არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან თანხა, რომელზეც არის საუბარი, არ არის მოგონილი - შეუძლებელია პროკურატურამ და გამოძიებამ მოიგონოს თანხა. საერთოდ, რატომ არის პოლიტიკური, როდესაც რომელიმე პარტიის წევრს გაფლანგული აქვს გარკვეული თანხა?...

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter