სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    (01.02.2017)

    სავაჭრო ცენტ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობა სრულად ჯერ კიდევ არაა დათვლილი, თუმცა როგორც უკვე გაირკვა, დედაქალაქის მერია კომპენსაციის გაცემის საკითხს არ განიხილავს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ დროისთვის თბილისში 500 ათასზე მეტი მეწარმეა რეგისტრირებული და შესაბამისად, თითოეული მათგანის ქონების დაცვის საკითხს, რაც რეალურად სადაზღვევო სისტემის ნაწილია მერია კომპენსაციით ვერ მოაგვარებს.

    მისივე თქმით, ამ დროისათვის, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მეწარმეებისთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებასთან ერთად, საბანკო დაწესებულებებთან შუამდგომლობისა და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქების საკითხებზე მსჯელობს, თუ ვინ აუნაზღაურებს დაზარალებულებს ზარალს, ჯერ კიდევ დაუდგენელია.

    "მეწარმეებს გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც თბილისის მერია დაზარალებულებს სხვადასხვა უწყებებთან ერთად სთავაზობს. კერძოდ, ეს არის ალტერნატიული სავაჭრო წერტილები სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიებზე, საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია/გადავადება და საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქება, რაზეც ფინანსთა სამინისტრო მსჯელობს," - განაცხადა მერის მოადგილემ.

    თქვენი აზრით, უნდა აიღოს თუ არა სახელმწიფომ ზარალის მთლიანი ან ნაწილობრივი კომპენსაცია თავის თავზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგებლებს მიმართა.

     დიმა ჯაიანი (მსახიობი) :რაშია, იცით, საქმე? იქ ძალიან ბევრი დევნილია და მათ თანავუგრძნობ. ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ძალიან კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში ჩავარდნენ ამ ხანძრის შედეგად. ისიც ვიცი, რა ხდება და როგორ. მესმის, რომ გაღიზიანებულები არიან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თანავუგრძნობ ყველას, თუმცა ასეთი კატეგორიული მოთხოვნა და დღედაღამ წყევლა - გინდა თუ არა გადამიხადეო, არ მესმის. პრინციპში, ეს კეთილი ნებაა და ადამიანი იმედით ცხოვრობს. იმისიც მჯერა, რომ ამ კეთილ ნებას სახელმწიფო აღასრულებს და გაჭირვებულ ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში არ დატოვებს.

     ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, სახელმწიფომ ზარალის კომპენსირება საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რადგან როდესაც ის გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებას ე.წ. ლარიზაციის ფარგლებში იღებს და დახმარებას დოლარში აღებული სესხების მქონეებს უწევს, მაშინ რატომ არ უნდა გაუწიოს ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს?! მითუმეტეს, რომ კრედიტების მქონე პირები უფრო შემოსავლიანები არიან, ის ადამიანები კი ბევრად უფრო გაჭირვებულნი გახლავთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გარკვეული თანხა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. არ შეიძლება ეხმარებოდე საზოგადოების ერთ ნაწილს და მეორეს უყურადღებოდ ტოვებდე, მითუმეტეს ასეთ მძიმე ხვედრისას.

     ლია მუხაშავრია (იურისტი): ვფიქრობ, სახელმწიფომ ზარალის კომპენსირება საკუთარ თავზე თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა აიღოს, რადგან პრაქტიკულად, ეს გახლავთ სოციალური პრობლემა ადამიანების გარკვეული რაოდენობით, შესაბამისად, ამ ადამიანების უკან მდგომი ადამიანებიც დაზარალდნენ.

    რა თქმა უნდა, გამოძიებამ შესაძლოა კონკრეტული პასუხისმგებელი პირები გამოავლინოს და მაშინ პასუხისმგებლობაც მათზე გადავა, მაგრამ სახელმწიფოს გამოძიებამდე ზარალის ნაწილობ ანაზღაურება უნდა შეეძლოს და შემდეგ დამნაშავე პირს აანაზღაურებინოს. ეს იქნებოდა ძალიან ჰუმანური, კარგი და სახელმწიფოებრივი მიდგომა. თუ რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ ძალიან სერიოზული სოციალური უკმაყოფილება და მღელვარება გამოიწვიონ.

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, სახელმწიფომ ნაწილობრივი ზარალის ანაზღაურება საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ამასთანავე, იმ ორგანიზაციამ, რომელშიც ეს ხალხი მუშაობდა. ნორმალურ სახელმწიფოში ეს პრობლემა დაზღვევის სახით უნდა იყოს დარეგულირებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა ამ საკითხს ვერ აგვარებს, სახელმწიფო დაზარალებულებს უნდა დაეხმაროს, თუნდაც რაღაც პროცენტით მაინც.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზვიადი   (01.02.2017)
    ვინც ცეცხლი მოუკიდა იმან ანაზღაუროს, ესეიგი ივანიშვილმა რომელიც არის ნორჩი მეღანძრე. თავს რატომ იდებილებთ არ იცით ვინ გააკეთა ეს ივანიშვილილი სანამ არის კიდევ ბევრი რამე დაიწვება ბევრ რამეს მოეკიდება ცეცხლი.

    томи   (01.02.2017)
    гамодис винц валс ар гебулобс да тавис мцири шемосавлит цховробс да гадасахадсац патиоснад ихдис мат кисерзе гададис квелапери. тан амас сазогадоебис гаморчеули нацили мхарс учерс. гадаухадос базрис мепатронем дарцмунебули вар ерт дгесац ар патиобда арендис гадасахадс


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter