სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (02.02.2017)

    ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მწვავე პოსტით საზღვარგარეთ მოღვაწე მომღერლები - თამარ ივერი და მიშა ქირია ეხმაურებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გააუქმონ 20 მაისს დაგეგმილი ამერიკული როკ-ჯგუფის "აეროსმიტის" კონცერტი და თანხა ხანძრისგან დაზარალებულებს მოახმარონ.

    "ვუყურებ ამ გაუბედურებულ, გატანჯულ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრე დაზარალებულებს. მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ, მაგრამ ყველაფერი დაეფლითათ და რა შეიტანონ იქ? ითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას და ეს მართებულიცაა.

    "ვუყურე და ვფიქრობ, "აეროსმიტის" გასტროლის გაუქმებით ხომ დაკმაყოფილდება ყველა ფინანსური პრობლემა. პირადად მე, კონცერტის ბილეთს არ ვიყიდი, არა იმიტომ, რომ ანსამბლს ვუცხადებ პროტესტს, არამედ ქვეყანაში შექმნილ ასეთ დუხჭირ ეკონომიკურ და მორალური სიტუაციის ფონზე ყალბ, მოჩვენებით და არარეალურად დიდ, აბსურდულ მოსაწვევ თანხას," - განაცხადა თამარ ივერმა.

    "გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული მოახმარეთ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას, აღარ გვინდა 5 მილიონის გადაყრა ტაშ-ფანდურში, როცა ასეთი ტრაგედია დაატყდა ხალხს თავზე!

    "დიახ ტრადგედია, იმიტომ რომ დარჩნენ ლუკმა პურის გარეშე, ბანკების პირისპირ. ხანძარს შეეშვით, თავისით ჩაქრება", - აცხადებს მიშა ქირია.

    ეთანხმებით თუ არა მათ მოსაზრებას, რომ გაუქმდეს "აეროსმიტის" კონცერტი და თანხა ხანძრისგან დაზარალებულებს მოხმარდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): სრულიად ვეთანხმები მათ მოსაზრებას, რადგან ქვეყანას უჭირს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად. ხალხი შიმშილის ზღვრამდე მივიდა, რა დროს "აეროსმიტია"?

    თუ კი რამე რესურსია, უნდა მოხმარდეს ქვეყნის აღმშენებლობას, ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე უნდა დადგეს და შემდგომ ნებისმიერი ჯგუფის ჩამოყვანის საშვალება მოგვეცემა, ოღონდ ახლა არა, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირს.

     

     მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): დაზარალებული ხალხის დასახმარებლად არ არის საჭირო კონცერტის გაუქმება. ყველა გადაგდებული "ბიჩოკის" გამო გამოწვეული ხანძარი, სახელმწიფოს გადასახდელი არ უნდა იყოს.

    როდესაც ასეთი მასშტაბური ტრაგედია ხდება, სახელმწიფომ რაღაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. სულელური მიდგომაა, როდესაც ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბები, ერთმანეთს უკავშირდება. მაინცდამაინც კონცერტის გაუქმება არალოგიკურად მიმაჩნია, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ როგორმე გამონახოს თანხა - ლოგიკურად.

     

     ქეთი ბექაური (იურისტი):  რა თქმა უნდა, კარგია ანსამბლის ჩამოყვანა, მაგრამ დღეს ქვეყანაში იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ჯობია ყურადღება დაზარალებულზე გადავიტანოთ. თუ კონცერტი სხვა დროისთვის გადაიდება და წინა პლანზე დაზარალებულების კანონიერი ინტერესები წამოიწევა, ამას მხოლოდ მივესალმები.

    მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება არ უნდა ჩატარდეს და ხელი შეეშალოს, რადგან არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს დანაშაულთან და არა უბრალო შემთხვევასთან. ანსამბლის ჩამოყვანას არ უნდა ჰქონდეს გამაღიზიანებელი ეფექტი.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი):  საერთოდ ამხელა თანხის გადახდის აზრს და მნიშვნელობას ვერ ვხედავ. როდესაც შენს ყვექანაში არის მძიმე მდგომარეობა და სახელმწიფოს "ზედმეტად" აქვს 5 მილიონი, მაშინ ეს თანხა, გაუბედურებულ ხალხს უნდა მოხმარდეს.

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): კონცერტი ძალიან კარგია და უნდა ჩატარდეს, ოღონდ კერძო ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე. როდესაც ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და სახელმწოფო თანხას ყოფს კონცერტისთვის - უზნეობად მიმაჩნია. პირველ რიგში ყურადღება დაზარალებულებს უნდა მიექცეს და არა "აეროსმიტს".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბაქარი   (05.02.2017)
    თენგიზ კიტოვანმა ხომ მთელი თბილისი დაანგრია და საქმეც კი არ აღძრულა მის წინააღმდეგ, გამინისტრებული მისი სიძე კი ეკონომიკურ დივერსიებს გვიწყობს. ეტყობა კარგად უყოფს თანხებს ზევით.მიხუილა სააკიანმა ხომ ნახევარი მილიონი დოლარი გაატანა თავის თანამემამულეს შარლ აზნავურს ჰონორარის სახით. როდის უნდა დამთავრდეს ხალხის ძარცვა და აბუჩად აგდება საქართველოში?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter