სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (03.02.2017)

    ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, ხოლო 28 დეპუტატმა თავი შეიკავა. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა 30 ევროპულ ქვეყანაში უკვე სავარაუდოდ მარტის ბოლოდან შეეძლებათ.

    სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის. მისი აზრით, ქართუვი პასპორტი კიდევ უფრო ხემლისაწვდომი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის, რაც მათ ამ შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

    ამავე დროს მოლდოვას მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია 2014 წელს მიიღო, მისი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის 100 ათასამდე მაცხოვრებელმა აიღო მოლდოვას პასპორტი.

    იმოქმედებს თუ არა ვიზელიბერალიზაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     ნელი კობიაშვილი ჟურნალისტი): უეჭველად დადებითად იმოქმედებს. ჩვენთან კონტაქტი და ქართული პასპორტების ქონა მათთვის საინტერესო იქნება, რადგან გაუმარტივდებათ ევროპაში წასვლა. ამ მხრივ ძალიან საინტერესო პერსპექტივა გვაქვს.

     

     

     

     გია ბაღაშვილი (მუსიკოსი): ალბათ სასიკეთოდ უნდა იმოქმედოს, რადგან ჩვენი ქვეყნის წარმატებით, სტიმული მიეცემა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვგეგმავთ და ვაპირებთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას. ვიზალიბერალიზაცია დადებითი ფაქტორი იქნება, დარწმუნებული ვარ.

     

     

     

     ირაკლი კაკაბაძე:  საერთოდ, ეს ყველაფერი პოზიტური მოვლენაა. ძალიან კარგია საქართველოს მოსახლებისთვის ევროპის გზის გახსნა. სპეციალისტის თვალით ამაზე საუბარი რთულია, რადგან კონფლიქტში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც მოსაგვარებელია. ამ ხელისუფლების პოლიტიკა, ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტებთან მიმართებაში არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო. მშვენიერი წინ გადადგმული ნაბიჯია, იარების მოსაშუშებლად, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ხალხთან შერიგებას გულისხმობს.

     

     

     ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"):  ზოგადად ითვლება და უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებმა შესაძლებელია პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. არსებობს პრობლემა, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების აღებას. ამ მხივ გაჩნდება დაინტერესება აღნიშნული დოკუმენტის აღების და ჩვენი საბუთებით შენგენის ზონაში მოგზაურობის. მიმაჩნია, რომ დადებითი დინამიკა აუცილებლად გვექნება.

     

     ლაშა ჩხარტიშვილი (გარემოსდამცველი):  პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ მიღწეული წარმატება. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება კონფლიქტებზე ზემოქმედაბას, ამ მხრივაც, ვფიქრობ, დადებითი იქნება. თუკი ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები რეალურად გავხდებით, მათი განწყობა ჩვენს მიმართ დადებითად უნდა აისახოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (24.02.2017)
    es kakabadze, namdvili pitalo falosia, tan abreqili.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter